პაციენტთა კმაყოფილების კვლევის პროცესში აქტიურად არის ჩართული ბათუმის სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“, რომელშიც შედის კლინიკები:
- შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი” (პუშკინის ქუჩა)
- შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი (ბაგრატიონის ქუჩა)
- შპს ,,სოლომედი”
- შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა”
- შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”
აღნიშნულ კლინიკებში, გარდა პაციენტთა კმაყოფილების კვლევისა, ასევე შეიქმნა „პაციენტთა საბჭოები“, რომელთა პირველი შეხვედრა 27 ივნისს ქალაქ ბათუმში გაიმართა.
პს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის” პაციენტთა საბჭო:
- თეონა შავაძე
- ქრისტინე ბროლაძე
- ია საგინაძე
- სოფო კონცელიძე
- ლია ცისკარიძე
- უმიკო ბოლქვაძე
- მარინა ტუსკია
- ია თოდრია
- ნინო ცხვარაძე
- ლიზი ჯიჯავაძე
- ანრი ცინცქილაძე
შპს ,,მაღალტექნოილოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის“ (პუშკინის ქ)/ სოლომედი – პაციენტთა და მრჩეველთა საბჭო:
- ლელა ქაჯაია
- გიორგი გელავა
- ქეთი დევაძე
- ზაზა ჩხაიძე
- გიორგი მურვანიძე
- კახა ჯიჯიეშვილი
- ირმა პაპუნიძე
- ნანული კოკობინაძე
- ბესო ფარტენაძე
შპს ,,მაღალტექნოილოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის“(ბაგრატიონის ქ) პაციენტთა და მრჩეველთა საბჭო:
- ლია სეიდიშვილი
- დოდო ჭანტურაია
- გიორგი კოვალიოვი
- გიორგი მექვაბრიშვილი
- ნუცა კვიტაიშვილი
- ირმა ჯაში
- ქეთევან ანთიძე – ჩიტიშვილი
- სვეტლანა ჯაკონია
- ვახტან ადამია
- თამაზ ზოიძე
შპს “ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა” – პაციენტებისა და ოჯახების მრჩეველთა საბჭო:
- ნელი ჯორთმენაძე;
- ლიკა აბულაძე;
- ნატალია დანირაშვილი;
- თამუნა ხუციშვილი;
- მადონა გოგუაძე;
- ვარდო ჯორთმენაძე;
- გოჩა ალფენიძე;
- ია გოგიტიძე;
- ცირა გობაძე.
პაციენტები რეგულარულად – თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ პაციენტთა კვლევის შედეგად გამოკვეთილ საკითხებზე, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკების განვითარებისთვის.
„პაციენტთა საბჭოების“ პირველ შეხვედრას დაესწრნენ სამედიცინო გაერთიანება “მედცენტრის” წარმომადგენლები; პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი, იოსებ დემეტრაშვილი და “აკრედიტაცია კანადის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათია გოჩაძე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „შენი ექიმი“ აქტიურად გააშუქებს ყველა კლინიკაში პაციენტთა ჩართულობის საკითხს.
პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში, საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.
სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით და პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესში სწორედ დასავლური სტანდარტის უმაღლესი ხარისხია.
ამიტომ სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრის“ მხრიდან ეს გადადგმული ნაბიჯი საზოგადოების ინტერესებსა და სამედიცინო სერვისის მიწოდების ხარისხის ამაღლებაზეა ორიენტირებული.
ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.
ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“ შეიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.
შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.
ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.
აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge