25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა და შესაბამისი ინვენტარის განთავსება, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს.

ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეს მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. ამიტომ არჩევნების წინა დღე პარასკევი 25 ოქტომბერი ოფიციალურ უქმედ გამოცხადდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. 22 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/25-ოქტომბერი-უქმე-დღედ-გამო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi