შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა24-48 საათში განისაზღვრება, ჩაერთვება თუ არა აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებში

24-48 საათში განისაზღვრება, ჩაერთვება თუ არა აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებში

ABC News-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის “სიტუაციების ოთახში” აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის შეხვედრის პარალელურად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა მიანიშნეს, რომ მომდევნო 24-48 საათი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება იმის განსასაზღვრად, შესაძლებელია თუ არა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება, თუ საჭირო იქნება აშშ-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა.

ABC News-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ აგრესიული ტონის მიუხედავად, ამერიკელი მომლაპარაკებლების შეფასებით, ირანი სუსტ პოზიციაში იმყოფება, რამაც შესაძლოა, აიძულოს ის, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს და საბოლოოდ, დათანხმდეს პირობებზე, რომლის ფარგლებშიც ირანს სრულად მოუწევს, უარი თქვას ყოველგვარ ურანის გამდიდრებაზე.

ბოლო პერიოდში ტრამპმა შესამჩნევად მწვავე რიტორიკა მიმართა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აშშ-მ და ისრაელმა იციან, თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

  „მტკიცე სული 2025“ დასრულდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი