ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„21 წლის ასაკში, ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე…“ - რის გამო უწევდა მას ფიზიკური...

„21 წლის ასაკში, ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე…“ – რის გამო უწევდა მას ფიზიკური შრომა ბავშვობიდან დიასას

გიორგი დიასამიძე, იგივე დიასა, ხალხმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო და შეიყვარა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი. თინეიჯერობის ასაკში მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა, იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული და შეხვდა უამრავი განცდა და ტკივილი. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

ძალიან რთული ბავშვობა მაქვს გავლილი. სამი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამა რუსეთში წავიდა საცხოვრებლად, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, დედაც ემიგრაციაში გაემგზავრა. ბებო და ბაბუ მზრდიდნენ, არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ მშობლების დეფიციტი სულ მქონდა. ბიჭისთვის მამა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პაპამ ეს არ მაგრძნობინა და მამობა გამიწია. 13 წლიდან კი შრომაში ჩავერთე, ჩემით ვშოულობდი ფულს და ოჯახს ვეხმარებოდი. ღამით მიწევდა მისვლა „ლილოს“ ბაზრობაზე, ტრაილერებს ვცლიდით და არ დამავიწყდება, პირველი ხელფასი რომ ავიღე, 25 ლარი, წავედი სამგორში, „ნავთლუღის ბაზარში“ და პროდუქტი ვიყიდე სახლისთვის. ეს დღე არასდროს დამავიწყდება (იცინის). 16 წლამდე ვმუშაობდი „ლილოში“, მერე ცელოფნების ქარხანაში დავიწყე მუშაობა.

თქვი, დედა ემიგრაციაში იყოო და იქიდან არ გეხმარებოდათ?

სამწუხაროდ, დედას უცხოეთში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, სამი ოპერაცია გაიკეთა და აქედან ვუგზავნიდით ფულს, რის საშუალებაც გვქონდა. ამ ნერვიულობის ფონზე, 14 წლის ასაკიდან დავიწყე სმა და 15 წლისა უკვე ალკოჰოლზე დამოკიდებული გავხდი. ძალიან რთული პერიოდი მქონდა და მეგონა, ალკოჰოლი მავიწყებდა ამ ყველაფერს, მაგრამ დიდი ზიანი მივაყენე ჩემს თავს. ბევრი რამ შემეძლო, სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ ამის გამო ვერ გავაკეთე.

რამდენი წელი იყავი ალკოჰოლდამოკიდებული და როგორ დაძლიე ეს რთული პერიოდი? ვინ დაგეხმარა?

21 წლის ასაკში, ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე. სიგარეტს და ალკოჰოლს თავი დავანებე. 35 წლის ვარ და დღემდე წვეთი არ გამისინჯავს და ალბათ, არც აღარასოდეს გავსინჯავ. იმ წლებმა დიდი შავი ლაქა დატოვა ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება თავის დანებებას, როცა უკან გავიხედე, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, დედა და ბებია დამრჩა მარტო, მათ კი ჩემი იმედი ჰქონდათ და მივხვდი, რამე რომ მომსვლოდა, მათ ვუღალატებდი. მე ვიყავი მათი იმედი და ალბათ, ამან გადამაგორებინა ეს ყველაფერი. ჩემით ცოცხლობდნენ და არსებობდნენ და მე რომ რამე მომსვლოდა, არც კი ვიცი, მათ რა მოუვიდოდათ. ამიტომ, მათ გამო დავძლიე, ყველაფერს თავი დავანებე და ახალი ცხოვრება ახალი ფურცლით დავიწყე. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება ალკოჰოლის შემდეგ. სხვათა შორის, იმ პერიოდში თან ვმუშაობდი და ჩემი სმის გამო, სამსახურში პრობლემა არასოდეს შემქმნია.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი