კვირა, ნოემბერი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება21 სექტემბერს, სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის დაბადებას ზეიმობს - რა უნდა იცოდეს...

21 სექტემბერს, სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის დაბადებას ზეიმობს – რა უნდა იცოდეს დღესასწაულის შესახებ მორწმუნე

21 სექტემბერს, სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის დაბადებას ზეიმობს.
ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტაძ­რებ­ში წირ­ვა აღევ­ლი­ნე­ბა.

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ.

ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ.

ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა.

მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა.

გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა. გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს. მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია.

მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს. შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.

ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა “ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად”.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული უძრავია და 8(21) სექტემბერს აღესრულება.

  თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარია მოხდა — არიან დაშავებულები

ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლი გა­ლი­ლე­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ ნა­ზა­რეთ­ში და­ი­ბა­და. მისი მამა, მარ­თა­ლი იო­ა­კი­მე, და­ვით მე­ფის ტო­მი­დან იყო, ხოლო დედა, მარ­თა­ლი ანა, პირ­ვე­ლი მღვდელმთავ­რის აა­რო­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. ღვთის­მო­შიშ ცოლ-ქმარს შვი­ლი არ ეძ­ლე­ო­და. ასე მი­აღ­წი­ეს მათ ხან­დაზ­მუ­ლო­ბამ­დე, მაგ­რამ იმე­დი არ და­უ­კარ­გავთ, რომ ღმერ­თი, რომ­ლის­თვი­საც არა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი, შვილს მო­მად­ლებ­და მათ. იო­ა­კი­მემ და ანამ აღ­თქმა და­დეს, რომ ახალ­შო­ბილს ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის უფალს მი­უ­ძღვნიდ­ნენ. ებ­რა­ე­ლე­ბი უშ­ვი­ლო­ბას ღვთის სას­ჯე­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ, ამი­ტომ იო­ა­კი­მე და ანა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა­გან მრა­ვალ უსა­მარ­თლო ყვედ­რე­ბას ის­მენ­დნენ. ერთ-ერთ დღე­სას­წა­ულ­ზე მარ­თალ იო­ა­კი­მეს იე­რუ­სა­ლი­მის ტა­ძარ­ში უფ­ლი­სათ­ვის მსხვერ­პლის შე­წირ­ვა სურ­და, მაგ­რამ მღვდელმთა­ვარ­მა უარი უთხრა. მო­ხუ­ცი ღრმა მწუ­ხა­რე­ბით აივ­სო, უდაბ­ნოს მი­ა­შუ­რა და ორ­მო­ცი დღე მარ­ხვა­სა და ლოც­ვა­ში გა­ა­ტა­რა. უფალ­მა შე­ის­მი­ნა ცოლ-ქმრის ვერ­დე­ბა. მთვა­რან­გე­ლოზ­მა გაბ­რი­ელ­მა ანას აც­ნო­ბა, რომ იგი მალე დედა გახ­დე­ბო­და, ხოლო მისი ნა­შო­ბი გან­დიდ­დე­ბო­და. გა­ხა­რე­ბულ­მა ქალ­მა მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად მა­შინ­ვე აღ­თქმა დადო, რომ ბავ­შვს უფალს შეს­წი­რავ­და. ან­გე­ლოზ­მა უდაბ­ნო­ში გან­მარ­ტო­ე­ბულ იო­ა­კი­მე­საც აუ­წყა, რომ ღმერ­თმა მისი ვედ­რე­ბა შე­ის­მი­ნა და მალე მემ­კვიდ­რე შე­ე­ძი­ნე­ბო­და. გა­ვი­და ხანი და ანა­მაც იმ­შო­ბი­ა­რა. მას ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც მა­რი­ა­მი უწო­დეს. მა­რი­ა­მი ერთი წლი­სა რომ გახ­და, იო­ა­კი­მემ დიდი ლხი­ნი გა­და­ი­ხა­და და მღვდელმთავ­რე­ბი, მღვდლე­ბი, მწიგ­ნობ­რე­ბი და პა­ტივ­სა­ცე­მი მო­ხუ­ცე­ბი მი­იწ­ვია. მღვდელმთავ­რებ­მა და მღვდლებ­მა ჩვი­ლი და­ლო­ცეს და ღმერ­თს მისი კურ­თხე­ვა შეს­თხო­ვეს. შობა ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლი­სა მა­რი­ა­მი­სა, ვინც თა­ვი­სი უმან­კო სხე­უ­ლით გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი იტ­ვირ­თა, ქრის­ტი­ან­თა ერთ-ერთი უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლია. ღვთის­მშო­ბელ­მა თა­ვი­სი სიწ­მინ­დი­თა და სათ­ნო­ე­ბით არა მხო­ლოდ ყვე­ლა მოკ­ვდავს, ყვე­ლა ან­გე­ლოზ­საც გარ­და­ა­მე­ტა, ღვთის ცო­ცხალ ტაძ­რად იქცა, რო­გორც მას წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია უგა­ლობს, გახ­და “ზე­ცი­უ­რი ბჭე, რომ­ლი­თაც ქრის­ტე ამ­ქვეყ­ნად მო­ვი­და ჩვენს სულ­თა სახ­სნე­ლად”.

ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბე­ლი ყვე­ლას შემ­წე და მე­ო­ხია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლებს იგი გან­სა­კუთ­რე­ბით მფარ­ვე­ლობს. ეს იმი­ტომ, რომ, საღვთო გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ივე­რია ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რია. როცა მო­ცი­ქუ­ლე­ბი წილს ყრიდ­ნენ, ვის რო­მელ მხა­რე­ში ექა­და­გა ქრის­ტეს რჯუ­ლი, ღვთის­მშო­ბელს სა­ქარ­თვე­ლო ხვდა წი­ლად, მაგ­რამ დე­დაღვთი­სას უფა­ლი გა­მო­ე­ცხა­და და აუ­წყა, არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა იე­რუ­სა­ლი­მი, ვი­ნა­ი­დან მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო მისი მი­ძი­ნე­ბა, და ისიც აღუქ­ვა, რომ მისი წილ­ხვედ­რი მიწა მო­მა­ვალ­ში გაბრ­წყინ­დე­ბო­და. ასე რომ, ღვთის­მშობ­ლის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი გა­მოგ­ზავ­ნეს.

  მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება - ნახეთ ამინდის განახლებული პროგნოზი

სა­ქარ­თვე­ლო რომ ღვთის­მშობ­ლის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, ეს ღვთის დიდი წყა­ლო­ბაა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. წყა­ლო­ბას, მად­ლი­ე­რე­ბის გარ­და, ღირ­სე­უ­ლად მი­ღე­ბაც სჭირ­დე­ბა, რად­გან წყა­ლო­ბა მხო­ლოდ მა­ში­ნაა ჯილ­დო, როცა ერ­თუ­ლად მსა­ხუ­რებ უფალს; თუ უღირ­სად ექ­ცე­ვი ბო­ძე­ბულ მადლს, იგი სას­ჯე­ლად იქ­ცე­ვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი