5 მაისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირტუალურ სალექციო დარბაზში გაიმართა წარმომადგენლობითი ონლაინ შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭოს მიერ 2020 წელს ჩატარებული საქართველოს ანგარიშვალდებულების კვლევა.
შეხვედრის ხელმძღვანელი
ონლაინ შეხვედრას უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის არის გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშვალდებულების დამოუკიდებელი პანელის (EWEC) წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.
მონაწილეები და ჩართულობა
კვლევასთან დაკავშირებით ჩატარებულ ბოლო ორ ონლაინ შეხვედრაში 150-მდე დაინტერესებული პირი მონაწილეობდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, მათ შორის:
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი.
კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია
შეხვედრაზე პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ წარმოადგინა კვლევის ანგარიში, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული ანგარიშის განხილვაში — თითოეულს საშუალება ჰქონდა დაესვა კითხვები და გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშში წარმოდგენილი ძირითადი თეზისების გარშემო აკადემიურ სივრცეში, სხვადასხვა უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობით, შეხვედრები უნდა გაგრძელდეს.
დამატებითი ინფორმაცია
შეხვედრის ჩანაწერი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული შეკითხვები და მოსაზრებები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: giorgi76@gmail.com — 8 მაისამდე.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ YouTube-ის არხზე. წყარო: დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). 2020 წლის კვლევა საქართველოში ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის მიმართულებით. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/2020-tslis-kvleva-saqarthveloshi-qalebis-bavshvebisa-da-mozardebis-janmrthelobis-mimarthulebith/

