ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ, ე.წ. გავ­რი­ლო­ვის ღა­მის საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის ფარ­გლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, საქ­მე­ში “ცა­ა­ვა და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ სა­ხელ­მწი­ფომ ორ განმცხა­დე­ბელს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მიზ­ნით 75,000 ევრო უნდა გა­და­უ­ხა­დოს, ხოლო კი­დევ ორს 85,000 ევრო.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა მომ­ჩი­ვანს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა უნდა გა­და­უ­ხა­დოს.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფომ 22 მომ­ჩი­ვანს ხარ­ჯე­ბის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად 38,414.99 ევრო უნდა გა­და­უ­ხა­დოს.

სა­ხელ­მწი­ფომ მომ­ჩივ­ნებს ზა­რა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნი­დან სამი თვის ვა­და­ში უნდა აუ­ნა­ზღა­უ­როს.

  • გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­მაც

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სტრა­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დიდ­მა პა­ლა­ტამ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბაა, გა­მო­ი­ყე­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­დე­საც ად­გი­ლი აქვს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებ­ზე თავ­დას­ხმა­სა და შტურმს.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, ასე­ვე, აღ­ნი­შუ­ლია, რომ 20 ივ­ნი­სის დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს ეს­კა­ლა­ცია და პარ­ლა­მენტზე შტურ­მი წა­ა­ხა­ლი­სეს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა.

“2019 წლის 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის საქ­მე­ებ­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დიდ­მა პა­ლა­ტამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა საქ­მე­ზე “ცა­ა­ვა და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე დღეს, 2025 წლის 11 დე­კემ­ბერს, გა­მო­ცხად­და.

საქ­მე ეხე­ბა 2019 წლის 20-21 ივ­ნისს გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ის შე­წყვე­ტას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დიდ­მა პა­ლა­ტამ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბაა, გა­მო­ი­ყე­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­დე­საც ად­გი­ლი აქვს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებ­ზე თავ­დას­ხმა­სა და შტურმს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, ასე­ვე, აღ­ნი­შუ­ლია, რომ 20 ივ­ნი­სის დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს ეს­კა­ლა­ცია და პარ­ლა­მენტზე შტურ­მი წა­ა­ხა­ლი­სეს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა.

ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძალა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო იმ დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ, რო­მელ­თა ქმე­დე­ბაც იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი. შე­სა­ბა­მი­სად, იმის გამო, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ამ სტან­დარ­ტის დაც­ვა და პრო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ, დად­გინ­და ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-3 (არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა), მე-10 (გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა) და მე-11 (შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა) მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა.

  დაკავებულია 7 პირი - შიდა ქართლში ალკოჰოლურ სასმელებს BELUGA-ს, GREY GOOSE-ს, CHIVAS REGAL-ს არალეგალურად აწარმოებდნენ

დიდი პა­ლა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ საქ­მის გან­ხილ­ვის ფარ­გლებ­ში სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­თან, მი­ა­წო­და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და მა­სა­ლე­ბი, რის გა­მოც არ დაკ­მა­ყო­ფილ­და მომ­ჩივ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა ამ ნა­წილ­ში ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­სა­მარ­თლოს დიდ­მა პა­ლა­ტამ სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნია კონ­ვენ­ცი­ის მე-13 მუხ­ლის ფარ­გლებ­ში სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჯერ კი­დევ 2024 წლის 7 მა­ი­სის პა­ლა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ხარ­ვე­ზე­ბი და და­ი­წყო შსს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­მოკ­ვლე­ვა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­თან მისი შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­სად­გე­ნად. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად 2025 წლის 12 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ. საქ­მის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი