2 დღის წინ მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი და თანმხლები ქალი დანით დაჭრა.
- შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, ახალგაზრდაზე ჯგუფურად იძალადეს და ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში. სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.” – ნათქვამია ინფორმაციაში… სრულად
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.