“2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა…” – დალი ჩიტალაძე რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმაურება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დიზაინერი დალი ჩიტალაძე სოციალურ ქსელში მომღერალ ანრი ჯოხაძის დედის, კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

“ბედნიერებაა, როცა ასეთ ადამიანს შეხვდები შენი ცხოვრების განმავლობაში. მართალია, ჩემი საუკეთესო მეგობრის დედაა, მაგრამ ის ყველა ანრის მეგობრის დედა იყო, თავისი მზრუნველობით, საოცარი იუმორით და კეთილშობილებით.

გაგვიფრინდა მისი ლამაზი სული, რომელიც 2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა…

ის ამაყი დედა წავიდა ამ ქვეყნიდან, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე, კარიერა, ენერგია უძღვნა ოჯახს და შვილებს, 3 უნიჭიერესი, ლამაზი და საამაყო შვილი აჩუქა საქართველოს…

ამ სიუჟეტში მქონდა ბედნიერება სტუმრად მყოლიდა უნიჭიერესი კომპოზიტორი, მრავალშვილიანი დედის სტატუსით.

ჩემი რუსიკო მიყვარდა და მეყვარება ძალიან, მისი უშრეტი ენერგიით და სიკეთით”, – წერს დალი ჩიტალაძე.

ცნობისთვის, ანრი ჯოხაძის დედა მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა…” – დალი ჩიტალაძე რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმაურება. 25 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/2-თვეზე-მეტი-იბრძოდა-და-სიც/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi