ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა..." - დალი ჩიტალაძე რუსუდან ჩხაიძის...

“2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა…” – დალი ჩიტალაძე რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმაურება

დიზაინერი დალი ჩიტალაძე სოციალურ ქსელში მომღერალ ანრი ჯოხაძის დედის, კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

“ბედნიერებაა, როცა ასეთ ადამიანს შეხვდები შენი ცხოვრების განმავლობაში. მართალია, ჩემი საუკეთესო მეგობრის დედაა, მაგრამ ის ყველა ანრის მეგობრის დედა იყო, თავისი მზრუნველობით, საოცარი იუმორით და კეთილშობილებით.

გაგვიფრინდა მისი ლამაზი სული, რომელიც 2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა…

ის ამაყი დედა წავიდა ამ ქვეყნიდან, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე, კარიერა, ენერგია უძღვნა ოჯახს და შვილებს, 3 უნიჭიერესი, ლამაზი და საამაყო შვილი აჩუქა საქართველოს…

ამ სიუჟეტში მქონდა ბედნიერება სტუმრად მყოლიდა უნიჭიერესი კომპოზიტორი, მრავალშვილიანი დედის სტატუსით.

ჩემი რუსიკო მიყვარდა და მეყვარება ძალიან, მისი უშრეტი ენერგიით და სიკეთით”, – წერს დალი ჩიტალაძე.

ცნობისთვის, ანრი ჯოხაძის დედა მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

  „იმედი“ ჩემთვის მეორე ოჯახი იქნება“ – ირინა ბათიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გუნდს შეუერთდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი