შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება 2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება!  - დაგეგმილია სხვადასხვა სახის...

 2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება!  – დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები

 2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება! 

ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები:
  • 12:00 -17:00 საბავშვო და სპორტული აქტივობები, კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.
  • 12:00 შუამთობის ოფიციალური გახსნა – უხუცესთა ანსამბლი “ბერმუხა” და ვოკალური ანსამბლი „ხულო“
  • ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები
  •  საპატიო ხულოელების დაჯილდოება
  • ნიშნობის ცერემონია


 13:30-14:30 კონცერტი, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით:

  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“
  •  ფოლკლორული ანსამბლი „ციცინათელა
  •  ქორეოგრაფიული ანსამბლი „საციხური“
  •  ფოლკლორული ანსამბლი „სხალთა“
  •  ბენდი „გოდერძი“
  •  ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“
  • 14:30-15:30 ურსა
  • 15:30-16:30 კახაბერი და ხანუმები
  • 16:30-18:00 DJ ჩიკი
  • 14:30 – 17:00 სპორტული ღონისძიებები:
  • დოღი
  • ქართული ჭიდაობა
  • მკლავჭიდი

    სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯებულთა დაჯილდოება 
შეიძლება იყოს პოსტერი, ნამცხვარი, შენობის გარეთ და ტექსტი-ის ნახატი

ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიცაპლიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან 30 კმ.

ბეშუმში უჩვეულო, სუფთა ჰაერია. ის მდიდარია წიწვიანი ტყეებით და მდინარეებით.  ბეშუმში გრილი ზაფხული იცის. აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა  და ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს.

განსაკუთრებით ხალხმრავლობაა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, რადგან  ამ დროს აქ ტრადიციული-სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ იმართება, თავისი ადგილობრივი რეწვის ნიმუშებისა და კულინარიული შედევრების გამოფენა-გაყიდვით, შეჯიბრებებით, ცეკვა-თამაშით და დოღით. სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად მიმდინარეობს დოღი.

ბეშუმი გარშემორტყმულია სუბალპური ზონის წიწვოვანი ტყეებით და გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე.

   

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „ეს თემა სულ მაწუხებს და გავაჟღერებ, თუ შეიძლება.. ვინმეს თუ ოდესმე მოგეჩვენათ, რომ არ მოგესალმეთ, მერწმუნეთ, რომ ნამდვილად მოგეჩვენათ“ – რა გადახდა წლების წინ მაია დარსმელიძეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი