სამშაბათი, მარტი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა1921 წლის 14-15 თებერვალი

1921 წლის 14-15 თებერვალი

1921 წლის 14 თებერვალი

მოწინააღმდეგემ განაახლა შეტევა გენერლების, ჯიჯიხიასა და სუმბათაშვილის ნაწილებზე. ამ უკანასკნელმა მდინარე ხრამისკენ დაიხია. მტერმა დაიკავა სადახლო და გენერალმა ჯიჯიხიამაც ხრამისკენ დაიწყო უკანდახევა.

1921 წლის 15 თებერვალი

რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, ლენინმა ოფიციალურად გასცა მითითება, რათა მე-11 არმიას საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაეწყო. მეორე დღეს მართლაც დაიწყო შეტევა წითელი და ფოილოს ხიდების მიმართულებით.

წითელ ხიდთან მდგარმა გურიის ბატალიონის ასეულმა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მოწინააღმდეგემ ხიდი დაიკავა, რამაც უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო ხრამის მარცხენა ნაპირზე გამაგრებული სუმბათაშვილისა და ჯიჯიხიას ნაწილები. მტერი მათ მარცხენა ფლანგზე და ზურგში მოექცა. გენერალმა სოსო გედევანიშვილმა ნაწილები მიატოვა, სარდლობა გენერალ სუმბათაშვილს გადააბარა და თბილისში წამოვიდა. ხრამთან მდგარი ნაწილები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

რუსები ცდილობდნენ ფოილოს სარკინიგზო ხიდი დაეკავებინათ და ქართველებისთვის მისი აფეთქების საშუალება არ მიეცათ. განაგრძეთ კითხვა

 

 

 

  საახალწლო სამოსის მთავარი შტრიხები, 5 რჩევა იღბალისა და წარმატების მოსაზიდად
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი