სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება13 ნოემბერს, უმნიშვნელოვანესი დღეა, 100000 მოწამეს ხსენების დღეა

13 ნოემბერს, უმნიშვნელოვანესი დღეა, 100000 მოწამეს ხსენების დღეა

13 ნოემბერს, საქართველოს ეკლესიისათვის და ზოგადად ქართველი ერისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა, 100000 მოწამეს ხსენების დღეა
გილოცავთ ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს!
დაგიცვათ და დაგიფაროთ ამ დღის მადლმა და გაგაძლიეროთ!
როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, მსოფლიოს არ ახსოვს, ისტორიაში არ არის შემთხვევა, რომ ერთდროულად 100 000 მოწამე ეწამებინათ. საქართველოში და ქართველი ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც არაჩვეულებრივია.
ჯალალ ედ-დიდნმა სიონის ტაძარს გუმბათი აღხადა და იქ დაადგმევინა თავისი ტახტი; და ასე ტახტზე შემომჯდარი იქიდან უყურებდა ქართელი ერის ტანჯვას. სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გაიტანეს, მეტეხის ხიდზე დადეს და აიძულებდნენ ქართველ ერს ფეხით გაეთელათ ისინი. ეს ქმედება, ბუნებრივია, სარწმუნოების უარყოფას ნიშნავდა. ქართველებმა ხატების შეურაცხყოფას მოწამეობრივი სიკვდილი არჩიეს.
წარმოიდგინეთ ასი ათასმზე მეტმა ადამიანმა შეწირა თავი ქრისტეს, იქ იყვნენ ახალგაზრდები, მოხუცები, ბავშვები, ჩვილებიც კი. მათთვის იმდენად დიდი იყო სიყვარული ღვთისა, ღვთისმშობლისადმი, რომ არავინ იკადრა ფეხი დაედგათ ხატებისათვის.
ისინი ჭეშმარიტად არიან ზეციური მხედრობანი, რომლებიც თავისი ლოცვითა და მეოხებით იცავენ ჩვენს სამშობლოს
ასიათასმა ქრისტესათვის მოწამეეებმა მეოხებმა და შუამლდგომლებმა უფლისა დაიცვან და მფარველობა არ მოაკლოთ თბილისსა და მთლიანად საქართველოს. ამინ.
ტროპარი:
არა დასთრგუნეთ ხატი უფლისა იესუისი და უხრწნელისა დედისა მისისაი, არამედ ვითარცა კრავნი უბიწონი, მისთვის დაიკლენით, რომელმან ხატებითა თვისითა საღმრთოითა პატივ-გცა თქუენ, წამებისა გვირგვინითა ღმრთივშუენიერად შეიმკუენით და სისხლითა თქუენითა ცოდვანი ერისანი წარჰხოცენით: ათნო ბევრნო მამანო და დედანო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი:
მრავალფეროვანი ტანჯვანი თავს-ისხენით და ვნებისა მის ქრისტესისა თანაზიარ გამოსჩნდით; არა უპატიო ჰყავთ ანგელოზთაგან პატივცემული ხატი მისი და სისხლი თქუენი, ვითარცა ნელსაცხებელი სულნელი, უკუდავისა სიძისა შესწირენით, მეოხნო მოწამენო, ეკლესიისა ელვარენო სამკაულნო.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ლოცვა, რომელიც მარიამობის დღესასწაულზე იკითხება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი