ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტრამპის ადმინისტრაცია კონსტიტუციური უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. როგორც გამოცემა Axios იუწყება, საქმე ეხება ფედერალური დაფინანსების — 2.2 მილიარდი დოლარის — გაყინვას, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს.

სარჩელში უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მის მუშაობაზე უპრეცედენტო კონტროლის დამყარებას ცდილობს. ჰარვარდის პრეზიდენტის, ალან გარბერის თქმით, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აკადემიურ თავისუფლებას, არამედ სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სამედიცინო კვლევის პროცესებსაც.

საოდიო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უნივერსიტეტს აყენებს მოთხოვნებს, რომლებიც მოიცავს სტუდენტების მიღების პოლიტიკის გადახედვას, მენეჯმენტის რეფორმას და ებრაული თემის მიმართ არსებული დამოკიდებულებების მკაცრ ცვლილებას. მათ შორის, ადმინისტრაცია ჰარვარდს ანტისემიტიზმთან არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.

უნივერსიტეტი უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ არ აპირებს პოლიტიკურად მოტივირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შედეგად, აშშ-ის ხელისუფლებამ 2.2 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური დაფინანსება უკვე გაყინა, და განიხილება დამატებით 1 მილიარდი დოლარის გრანტის შეჩერებაც.

- Advertisement -
Ad imageAd image

თეთრ სახლში კი აღნიშნავენ, რომ ჰარვარდი გადასახადის გადამხდელთა თანხას უმეტესად ბიუროკრატიული აპარატის შენარჩუნებას ახმარს, რაც მთავრობისთვის მიუღებელია.

სასამართლო პროცესი, რომელიც შესაძლოა პრეცედენტად იქცეს, კიდევ უფრო ამძაფრებს დაპირისპირებას პოლიტიკურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, განსაკუთრებით უმცირესობების, აკადემიური დამოუკიდებლობისა და ფინანსური გამჭვირვალობის ჭრილში.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა. 22 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჰარვარდის-უნივერსიტეტმა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi