„ჰავანის სინდრომი“ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლესაც დაუფიქსირდა, დგინდება ფაქტთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის გამოძიების მიხედვით, „ჰავანის სინდრომი“ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლესაც დაუფიქსირდა. ამის შესახებ საუბარია „ინსაიდერის“, „სიბიესის“ და „შპიგელის“ ერთწლიან ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომლის ავტორები აცხადებენ, რომ „ჰავანის სინდრომთან“ რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი დაადგინეს.

„ჰავანის სინდრომი“ ჯერჯერობით ამოუხსნელი მიზეზის მქონე ჯანმრთელობის დაზიანებაა. ამ სინდრომზე წლებია, საუბრობენ ამერიკელი დიპლომატები და სპეცსამსახურების თანამშრომლები. ის პირველად კუბის დედაქალაქში მდებარე აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა.

ჟურნალისტური გამოძიება თბილისში, 2021 წლის 7 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს აღწერს, რომლის მიხედვითაც „ჰავანის სინდრომი“ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლეს დიღომში, ე.წ. ამერიკულ სოფელში დაუფიქსირდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამოძიების მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს მეუღლე აცხადებს, რომ სახლში ყოფნისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ის აღწერს ყურისა და თავის ტკივილს, რის შემდეგაც გული აერია. როგორც თავად ქალი ამბობს, ამის შემდეგ მან უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, სახლის გარე პერიმეტრი შეამოწმა და იქვე გაჩერებული შავი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შენიშნა. გარეთ გასულმა კი მაღალი, გამხდარი მამაკაცი დაინახა, რომელსაც ტელეფონით ფოტო გადაუღო, რის შემდეგაც მამაკაცი მანქანით გაიქცა.

- Advertisement -
Ad image

როგორც აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლე აცხადებს, სამი წლის შემდეგ მან თბილისში ნანახი მამაკაცი ერთ-ერთ ფოტოზე ამოიცნო, როგორც ალბერტ ავერიანოვი, რომელიც რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს აგენტია.

პუბლიკაციაში წერია, რომ ალბერტ ავერიანოვის თბილისში ყოფნა დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ორმა წარმომადგენლებმაც, რომლებიც „სიბიესის“ გადაცემა „60 წუთის“ ჟურნალისტებს ესაუბრენ. ჟურსნალისტური გამოძიების მიხედვით, ავერიანოვი არის რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს ელიტური ქვედანაყოფის „29155“-ის წევრი და ის პასუხისმგებელია მსოფლიოში მოწყობილ არაერთ სპეცოპერაციაზე, მათ შორის ლონდონში სკრიპალების მოწამვლასა და 2014 წელს ჩეხეთში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებაზე.

გამოძიებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წელს რუსი აგენტების სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში გადაადგილება დროში ემთხვევა ფრანკფურტში მდებარე ამერიკულ საკონსულოს თანამშრომლებზე განხორციელებულ „უცნაური თავდასხმების სერიას“. ანალოგიური ინციდენტები მოხდა 2016-2017 წლებში ჩინეთში, ასევე 2021 წელს სერბეთსა და ვიეტნამში.

  რა ევალებათ პრეტენდენტებს? - თბილისში მეტროს ახალი სადგურების მშენებლობა იგეგმება - მერიამ ბაზრის კვლევა გამოაცხადა

„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ „აკუსტიკური იარაღის“ გამოყენებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვაა დაკავშირებული, ახლა ხელისუფლებას შეუძლია, გადახედოს მიდგომას „ჰავანის სინდრომისადმი“ და დაიწყოს ინციდენტების სრულფასოვანი გამოძიება“, – აცხადებენ გამოძიების ავტორები.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „ჰავანის სინდრომი“ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლესაც დაუფიქსირდა, დგინდება ფაქტთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.