პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლეს

ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა ჰელოუინის დღესასწაული აღნიშნეს.

თეთრ სახლში მიწვეულ სტუმრებს ისინი ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

თეთრ სახლში გამართულ ჰელოუინის ღონისძიებას Hallo-READ! ერქვა.

პირველმა ლედიმ, რომელიც გამოცდილი პედაგოგია, ბავშვებს კითხვის წახალისების მიზნით წიგნები დაურიგა, მოგვიანებით კი ჰელოუნის კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს ზღაპრებიც წაუკითხა.

დღის განმავლობაში თეთრი სახლის კარი 8 000-მდე ადამიანისთვის გაიხსნა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის და მოსწავლეებისთვის.

ფოტო: Reuters

  ღაზაში შიმშილის ყველაზე ცუდი სცენარი ახლა უკვე რეალობად იქცა - გაერო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი