იტალიელი პროდიუსერი ანდრეა იერვოლინო მოდელიერ ჯორჯო არმანის შესახებ ფილმზე იმუშავებს. პროექტზე მუშაობა დიზაინერის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. სურათის სახელწოდება იქნება „არმანი – მოდის მეფე“.
„ჯორჯო არმანის გარდაცვალებამ წინა პლანზე წამოწია ის ღრმა მნიშვნელობა, რასაც არმანის სახელი იტალიისთვის და მთელი სამყაროსთვის წარმოადგენდა“, – განაცხადა პროდიუსერმა.
უცნობია ვინ ითამაშებს ფილმში ან ითანამშრომლებენ თუ არა ავტორები დიზაინერის ოჯახთან.
ჯორჯო არმანი 4 სექტემბერს, 91 წლისა გარდაიცვალა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ჯორჯო არმანიზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. 11 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯორჯო-არმანიზე-ბიოგრაფიუ/
