კვირა, აპრილი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი"ჯილი საქართველო" ახალი მოდელების წარსადგენად ემზადება - კომპანიის შედეგები და გეგმები

“ჯილი საქართველო” ახალი მოდელების წარსადგენად ემზადება – კომპანიის შედეგები და გეგმები

  • „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება

საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლოგიური ბრენდის, Geely Auto-ს ელექტრიფიცირებული მოდელი Geely EX5 შეემატება. უსაფრთხოების გაზრდილი მაჩვენებლებითა და მართვის ჭკვიანი სისტემით გამორჩეული ელექტრომობილი „ჯილი საქართველოს“ შოურუმში ერთ თვეში გამოჩნდება. „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებაში შემავალ კომპანიას, რომელიც ცნობილი ჩინური ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებული აქვს.

ასევე განსაკუთრებული მოლოდინია კიდევ ერთი ელექტრომოდელის Geely Geome-ის მიმართაც. Geely-ს ელექტრიფიცირებული ავტომობილების ახალი სერიის ამ მოდელზე მოთხოვნა ჩინეთში ყველაზე მაღალია. მიზეზი შესაძლებლობებისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „მიმდინარე წლის მთავარი სიახლე „ჯილი საქართველოს“ განახლებული სამოდელო რიგია. ჩვენი მომხმარებელი, რომელმაც უკვე გამოცადა Geely Auto-ს ხარისხი და სანდოობა, ახალ მანქანებს ელოდება. ბენზინისძრავიან მოდელებს სულ მალე ელექტრომობილები და დამუხტვადი ჰიბრიდები შეემატება. მნიშვნელოვანია, რომ „ჯილი საქართველოს“ მიერ იმპორტირებული ავტომობილები ევროპის ბაზრისთვის არის წარმოებული და ადაპტირებულია ევროკავშირის მოთხოვნებზე, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ნიშნავს. მაგალითისთვის, აქვს ხუთვარსკვლავიანი შედეგი ე.წ. ქრაშ-ტესტში და გამონაბოლქვის სერტიფიკატი.

რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, აპრილის ბოლოდან გვეყოლება Geely EX5, ელექტრომობილი, რომელიც სრული დამუხტვის შემთხვევაში 450 კილომეტრს ფარავს. მომხმარებელი იღებს ოფიციალური დილერის 8წლიან გარანტიას ავტომობილზე, ხოლო ნაწილებზე მოქმედებს 4წლიანი გარანტია.

იგივე პირობები ვრცელდება Geely Geome-ზეც, რომელიც, დახვეწილი ვიზუალის, კომპაქტურობის, გაუმჯობესებული რესურსისა და სუპერეკონომიურობის გამო, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომოდელია ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ერთი სრული დამუხტვით ავტომობილი 400 კილომეტრს გადის. მისი ფასი $20 000-ის ეკვივალენტია ლარში“.

მიმდინარე წლის გეგმებშია ასევე Geely Monjaro hybrid-ის შემოყვანა. მისი შერეული წვა 4.7 ლიტრია.

ჩამონათვალშია კიდევ ერთი მოდელი – Geely Starship L7 – საშუალო ზომის დამუხტვადი ჰიბრიდი, რომელიც თავისი სტილითა და ვიზუალით გამოირჩევა.

  თურქეთის საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა - რა ხდება ადგილზე

ელექტრომობილებთან და დამუხტვად ჰიბრიდებთან ერთად, კომპანია წარადგენს Geely Atlas cool-საც, რომელიც ქართველი მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობი Geely Coolray-ს სეგმენტია. მისი საბაზრო ღირებულება $24 000-ის ეკვივალენტია ლარში. ავტომანქანა Geely Atlas-ის ფორმებს იმეორებს, თუმცა გაცილებით კომპაქტურია.

Geely Atlas საქართველოს ბაზრისთვის უკვე გამოცდილი საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი. ეს მოდელი „ჯილი საქართველომ“ გასულ წლის ნოემბერში წარადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე პოპულარული საშუალო ზომის SUV-ია. 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითა და 2.0-ტურბინიანი ძრავით Geely Atlas საკმაოდ კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „გასული წლის გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა. 2024 წელს, საერთო ჯამში, 125 ახალი და 40 მეორადი ავტომობილი გავყიდეთ. მიღებული შემოსავალი კი 9 მილიონს აღემატება. აქვე დავამატებ, რომ „ჯილი საქართველოს“ მომხმარებელი მაქსიმალურად გამარტივებული trade in შეთავაზებით სარგებლობს, რის გამოც ეს სერვისი ძალიან პოპულარულია. შედეგად, იზრდება მეორადი ავტომანქანების რეალიზაციაც.

სულ ორი წელია, ბაზარზე ვართ და ამ მოკლე პერიოდში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები გვაქვს. დიდი მოთხოვნაა ჩვენს შოურუმში როგორც უკვე არსებულ, ისე Geely Auto-ს ახალ მოდელებზე. ამასთანავე, ჩვენს ავტორიზებულ სერვისცენტრში მომხმარებელი გაყიდვების შემდგომ მომსახურებასაც იღებს. „ჯილი საქართველო“, ცხადია, მიჰყვება „თეგეტას“ სტრატეგიას, რაც მომხმარებლისათვის ავტომობილის ფლობის მაქსიმალურად გამარტივებას და მასთან დაკავშირებული სრული სერვისის შეთავაზებას გულისხმობს“.

„ჯილი საქართველოს“ საექსპოზიციო სივრცე და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი მულტიბრენდულ შოურუმშია წარმოდგენილი, რომელიც „თეგეტა ქარსში“ შემავალ ბრენდებს: Mazda-ს, Auto Gallery-სა და Geely Auto-ს აერთიანებს. საავტომობილო კომპლექსში „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ახალ მოდელებს სთავაზობს და ჩინური ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება. კომპანიის მთელი გუნდი სხვადასხვა დეპარტამენტიდან წელიწადში რამდენჯერმე საერთაშორისო ტრენინგს გადის როგორც ადგილზე, ისე ჩინეთში, სადაც ბრენდთან დაკავშირებულ სიახლეებს ეცნობა.

„ყოველი ახალი მოდელის მიღებამდე Geely Auto-ს იმპორტიორები, ამ შემთხვევაში „ჯილი საქართველო“, მომზადებას ერთი თვით ადრე იწყებს. ეს გულისხმობს სრული ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და ავტომობილის თითოეული დეტალის სრულყოფილად შესწავლას. მათი ცოდნა ქულებით იზომება და შესაბამისი სერტიფიკატით დასტურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრენდის წარმომადგენელი მოთხოვნილი მოდელის რეალიზაციისა და შემდგომი მომსახურების გაწევის უფლებას ვერ იღებს. ამ პირობით მწარმოებელი იცავს და ინარჩუნებს მაღალ რეპუტაციას და, ამასთანავე, გასცემს გარანტიას მომხმარებლისათვის, რომ ის სანდო და კვალიფიციურ მომსახურებას მიიღებს. ამას ემატება ის თანამედროვე დანადგარები, რომლითაც ჩვენი სერვისცენტრია აღჭურვილი“, – ამბობს გიორგი შაქარაშვილი.

  საცივის უნიკალური რეცეპტი რაჭიდან

კომფორტული და სასიამოვნოა შოურუმში ვიზიტიც. აღმაშენებლის ხეივნის №152-ში ავტომობილის შეძენის მსურველებს საექსპოზიციო დარბაზი და მოსაცდელი სივრცე ხვდებათ. სერვისის მისაღებად თუ ტესტდრაივისთვის მომხმარებელი წინასწარ ჯავშნის თავისთვის სასურველ დროს.

ჩინური ავტოგიგანტის Geely Holding-ში შემავალი ბრენდი Geely Auto „თეგეტას“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებას 2023 წელს დაემატა. ჰოლდინგის შემადგენლობაში კიდევ ერთი კომპანია გაჩნდა, ქართულ საავტომობილო ბაზარს კი ჩინური ბრენდის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა შეემატა. ჩინური წარმოების მიმართ ნაკლები ნდობისა და, ამასთანავე, მწარმოებლის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო, თავის დამკვიდრება კომპანიისათვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რასაც „ჯილი საქართველომ“ მოსალოდნელზე სწრაფად გაართვა თავი. ბაზარზე შემოსვლიდან პირველ სამ თვეში კომპანიამ 50 ერთეული ავტომობილის რეალიზაცია შეძლო, რაც წინასწარ გაწერილ გეგმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა. მაშინ კომპანიას მხოლოდ ერთი ბენზინისძრავიანი მოდელი Geely Coolray ჰყავდა.

2024-ში კი გაყიდვების მაჩვენებლები გასამმაგდა და ახალი მოთხოვნა გააჩინა, რასაც „ჯილი საქართველო“ უახლესი ავტომობილებითა და მრავალფეროვანი სამოდელო რიგით პასუხობს.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი საქართველო ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

წყარო

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი