ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირი სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირი სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირს პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ანდრო ჭიჭინაძის თქმით, რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ.

„12 წლის ასაკი ის პერიოდია, როდესაც ჩემი ოჯახის ახლობელი სანდრო გირგვლიანი მოკლეს. მაღალჩინოსნები, პოლიციელები რომ არ ისჯებოდნენ, ვერ ვხვდებოდი, რატომ შეიძლება არ დასჯილიყვნენ, ადამიანები ვერ გამოხატავდნენ პროტესტს. ეს ჩემ გარშემო ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ეს იყო შიში, რატომაც ვერ გამოხატავდნენ. მაშინ ვთქვი, რომ არ შემეშინდებოდა. იმის მერე ბევრჯერ გახდა აზრის გამოხატვა საჭირო ქუჩაში. ვერ მოვიტყუები, რომ ძალიან აქტიური ვიყავი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არც პასიური. შემოგდებული კანონის უკან გაწვევამ გააჩინა აზრი, რომ შესაძლებელი იყო რაღაცის მიღწევა პროტესტით. რუსული პოლიტიკური ტექნოლოგიების შედეგია ხალხის დაყოფა, ამ სცენარის ნაწილია ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება. თუ ჩვენ ვამაყობთ „ვეფხისტყაოსანით“, ვამაყობთ ჩვენი ფასეულობებით, რომლებიც წმინდა ევროპულია, ამაზე მიდის თავდასხმა. მთავრობაში ვინც არიან, ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უნდათ, ჩვენს შვილებს უნგრევენ მომავალს. რუსთაველზე ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ, უსამართლობაზე მეტად არაფერი მეზიზღება. ერი ცოტა რამეზე ვართ შეთანხმებულები, მაგრამ შეთანხმებულები ვართ ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ აღნიშნა, რომ ბრალს არ აღიარებს და კავშირი მასა და სხვა ბრალდებულებს შორის ვერ დადგინდება.

„თავაწეულები რომ შედიან და გამოვლენ სინდისის პატიმრები ციხეში, ამ დროს გერმანიაში გაქცეული კაცი ნუ „გვებლატავება“ იქიდან. მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე უფრო კეთილია. ერთხელ თქვა, ვაჟა თოდუა რომ შემხვდეს ქუჩაში, დიდ სიკეთეს გავუკეთებო, მეც მიპატიებია. ამ დარბაზში არის დედაჩემი. იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მე მამა, ფეხზე დგას, მე რა წამაქცევს, სულ უვადო რომ მომისაჯოთ. მუხლის გადაკვალიფიცირებას არ ვემხრობით. მიყვარხართ ყველანი, ვინც სამშობლოსთვის იბრძვით. რაც არ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, თავი მაღლა აწიეთ, ისტორიის სწორ მხარეს ხართ. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ ამას გააკეთებდით, გაწირავდით. ციხის აღწერას დავიწყებ განაჩენის მერე, პირობები რომ გაგაცნოთ, იქ რაც დაგხვდებათ. ბოლოს მინდა, დავასრულო, თუ უვიზოს შევინარჩუნებთ, გავიგე, ჩვენს პროკურორებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან“, – აღნიშნა ცხადაძემ.

  თურქი ნარკობარონესა, რომელსაც საქართველოში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი - გახმაურებული საქმის ექსკლუზიური დეტალები

როგორც ბრალდებულმა გიორგი ტერიშვილიმა აღნიშნა, საქართველოს სიყვარულისთვის ასამართლებენ.

„გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულისთვის, აღარ გვინდა რუსეთი, ევროპა გვინდა. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა გუშინ და საქართველოს დასდო ბრალი. ეს მთავრობა მიიწევს რუსეთისკენ და უნდა მოვაშოროთ ეს მთავრობა. პროკურორებს მივმართავ, მალე მოვა დრო და საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით. ადვოკატებს მადლობა, რომ მსოფლიოს დაანახეთ მოღალატე პროკურორები და ცრუ მოწმეები. ვიბრძოლოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – განაცხადა ტერიშვილმა.

ბრალდებულმა ვალერი თეთრაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ჯგუფურად არ მოქმედებდა და საპროტესტო აქციაზე დამოუკიდებლად მივიდა.

„მადლობა ხალხს, ჟურნალისტებს, მსახიობებს მორალური მხარდაჭერისთვის, დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი. არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ ბრალდებას, არ შემისრულებია არავის მითითებები, მით უმეტეს, ჩემთვის უცნობი ხალხის. ეს ადამიანები აქ გავიცანი. მივმართავ პროკურორებს, უუნაროები ბრძანდებით. 9 თვე რომ რაღაცას ამტკიცებთ და ბოლოში სხვა რაღაცას, გუშინდელი დღეც ამას ამტკიცებს. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ მსგავსი არაფერი ვიკადრეთ. ისევ შევხვდებით ერთმანეთს სასამართლო დარბაზში, ოღონდ ადგილების გაცვლით“, – აღნიშნა თეთრაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.