ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები – არაჯანსაღი კვება მოიაზრება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტერმინანტად არაგადამდებ დაავადებათა რისკებს შორის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები (ხილი)არაჯანსაღი კვება მოიაზრება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტერმინანტად არაგადამდებ დაავადებათა რისკებს შორის. არასათანადო ცოდნით და არაჯანსაღი კვებითი ქცევებით მრავალი ქრონიკული დაავადება შეიძლება განვითარდეს (დიაბეტი, კარდიოვასკულური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები, იოდის, რკინის და სხვა მიკრონუტრიენტების დეფიციტით გამოწვეული დარღვევები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე, კარიესი და სხვ.), რომელთა ხვედრითი წილი მსოფლიოში საერთო სიკვდილობის დაახლოებით 60%-ს შეადგენს, და რომელთა თავიდან აცილებაც ადვილადაა შესაძლებელი თავად მოსახლეობის და კონკრეტულად თითოეული ინდივიდის მიერ, ჯანსაღი კვების პრინციპების სისტემატური დაცვით (ჯანსაღი კვებითი ქცევებით). უარყოფითი კვების ფაქტორი და დაბალი ფიზიკური აქტივობა განაპირობებს: დიაბეტის შემთხვევების დაახლოებით 60%-ის; ძუძუს, ნაწლავისა და პროსტატის კიბოს შემთხვევების 35%-ის, ართრიტების 25%-ის, გულის კორონარული დაავადებებისა (CHD) და ინსულტის შემთხვევების დაახლოებით 20%-ის განვითარებას.

თქვენ,  ვინც დაინტერესებული ხართ თქვენი ჯანმრთელობით, აქ  ყოველთვის შეგეძლებათ იხილოთ რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნოთ და გაიუმჯობესოთ  თქვენი ჯანმრთელობა სწორი, ბალანსირებული კვებით, მიღოთ ინფორმაცია თითოეული სასარგებლო პროდუქტის ნუტრიენტულ, ენერგეტიკულ და ჯანმრთელობით (დაავადებათა პრევენციულ) ღირებულებებზე (ციკლით – „სასარგებლო პროდუქტები“),  ამავდროულად შეძლებთ გაეცნოთ უახლეს ინფორმაციას არასწორ კვებასთან ასოცირებული დაავადებების სფეროში მსოფლიოში (მ.შ. საქართველოში) ჩატარებული კვლევების შედეგებს და რეკომენდაციებს კვებითი ჩვევების მოდიფიკაციებთან დაკავშირებით.

გააგრძელე კითხვა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები – არაჯანსაღი კვება მოიაზრება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტერმინანტად არაგადამდებ დაავადებათა რისკებს შორის. 19 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯანსაღი-კვების-ჯანმრთელო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi