ჯანმოს დირექტორმა რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ჯანმოს დირექტორმა რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ევროპაში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე, რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ხაზი გაუსვა, რომ ანომალიური სიცხე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და იწვევს საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვას.

ჯანმოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემები საგანგაშოა, ვინაიდან ევროპაში ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ სწრაფად იმატებს, რაც მომავალში ექსტრემალური სიცხის ალბათობასა და სიმწვავეს მნიშვნელოვნად ზრდის.

ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ შემდგომი დაყოვნება დაუშვებელია და ლიდერებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ კლიმატურად მდგრადი ჯანდაცვის სისტემების შექმნას.

მისი თქმით, მთავრობებმა დაუყოვნებლივ უნდა დააჩქარონ კლიმატური ქმედებები და მიმართონ ძალისხმევა კლიმატური კრიზისის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრისკენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ჯანმოს დირექტორმა რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა. 24 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯანმოს-დირექტორმა-რეგიონ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T14:32:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi