პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიხულოში ბევრი საინტერესო და უნიკალური ადგილი თუ ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოს...

ხულოში ბევრი საინტერესო და უნიკალური ადგილი თუ ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოს ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია ავთენტიკურობა, უნიკალური ისტორია, ტრადიციული ფასეულობები და ბუნების მრავალფეროვნება

ხულოში ბევრი საინტერესო და უნიკალური ადგილი თუ ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოს ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია ავთენტიკურობა, უნიკალური ისტორია, ტრადიციული ფასეულობები და ბუნების მრავალფეროვნება.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი and ტბა გამოსახულება

ხიხანის ციხე — ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) — ზღვის დონიდან 2236 მეტრზე, სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას, კლდის წვერზე აღმართული შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლია, რომელიც დღესაც მთელი დიდებულებით გადმოგვყურებს ჩვენი ისტორიის სადარაჯოდან.
სხალთა-ხიხანის ხეობა – გამორჩეული ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და სხალთის მონასტრით გვამახსოვრებს თავს.
ზღვის დონიდან 2000 მ-მდე მდებარე გოდერძი და ბეშუმი – აჭარის კურორტებია, რომლებიც თავისი მდებარეობით, ბუნებით და ჰავით გამოირჩევიან და წლის სხვადასხვა სეზონზე მასპინძლობენ დამსვენებელს. გოდერძისთან ახლოს მდებარეობს ალპური ბოტანიკური ბაღი, სადაც მთის უნიკალურ მცენარეთა კოლექციაა თავმოყრილი, ასევე, ქვის ბაღი და როკარიუმი.
ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ-ში მდებარეობს და უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტიკურობით გამოირჩევა. ხეობა ბევრი რამითაა გამორჩეული, მათ შორის, პირუტყვის სიმრავლითაც. აქ დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენები, რაც დამატებით მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგდასავლო და საცხენოსნო ტურიზმის მოყვარულთათვის. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ღორჯომის ხეობაში დღემდე შენარჩულებულია ხელსაქმის და, ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის,— აჭარული ნაქარგობების დამზადების ტრადიცია.
უჩხოს კანიონინგი — განსაკუთრებით საინტერესოა თავგადასავლებისა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის. კანიონში რამდენიმე კასკადოვანი ჩანჩქერია, სადაც სპეციალური წესების დაცვით შეძლებთ დაშვებას და ადრენალინის მიღებას.
ხულო ულამაზესი ტბებით გამორჩეული მხარეა: მწვანე ტბა, შუამთის ტბები, შავი ტბა, ყარაგოლის ტბა, ეს ის ადგილებია, სადაც გაისეირნებთ, დატკბებით ხედებით, მოაწყობთ სასიამოვნოვნო პიკნიკს და სამახსოვრო, შთამბეჭდავ ფოტოებსაც გადაიღებთ.
შეიძლება იყოს ბუნება and ბრანის სასახლე გამოსახულება
გთავაზობთ მარშრუტებს, რომელიც ხულოში შეგიძლიათ დალაშქროთ:
  • სხალთა-ხიხანის მარშურტი
  • თაგო-სხვალთის საფეხმავლო მარშრტი
  • ღორჯომის ხეობა-მთა ლეკნარი-ბახმარო
  • ჩირუხი-შუამთის ტბები-გოდერძი
  • ზამლეთი -ხიხაძირი-ჩირუხი-შუამთის ტბები
  • გოდერძის უღელტეხილი-ალმას იაილა-ნათელათის იაილა – ადგილი ჩუდუროული-სოფ. მინდაძეები

შეიძლება იყოს ბუნება and ჩანჩქერი გამოსახულება

დეტალური მარშრუტები და რუკები იხილეთ Visitajara-ს ოფიციალურ ვებსაიტზე:🔗 visitajara.com/routes
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ბინის თავდაპირველმა მეპატრონემ, ფაქტობრივად, ქუჩაში გამაგდო… ამბობდა, ყველა ფულს აკეთებს, მე რატომ არ უნდა გავაკეთოო?!“
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი