შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებახვალიდან თოვა შეწყდება - ნახეთ, სინოპტიკოსების პროგნოზი

ხვალიდან თოვა შეწყდება – ნახეთ, სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

„27 თე­ბერ­ვლის ღა­მეს, ნა­ლე­ქი ყველ­გან შე­წყდე­ბა, ღა­მის სა­ა­თებ­ში ცა მო­იწ­მინ­დე­ბა. თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით მი­ნი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მას, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ­ში. თბი­ლის­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ე­ცე­მა -7 -5 გრა­დუ­სამ­დე“ – ამბობს სინოპტიკოსი.

  „არ შეგეზაროთ საყვარელ ადამიანებს უთხრათ, რომ გიყვართ... ხვალ არ ვიცით რა მოხდება“ – ხათუნა სამნიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი