ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებახეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს

ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს

მსხალი – ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს

გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი ოლივიე დე სერი აღნიშნავს, რომ ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო; მეც ასე ვფიქრობ. მიუხე­დავად იმისა, რომ ვაშლი უძვირფასესი კულტურაა, ხილით დახუნძლულ ბაღში შესული ადამიანი, პირველ რიგში, მსხალს გაუსინჯავს გემოს. ხილი, რომელიც განთქმულია თა­ვისი განუმეორებელი გემოთი და სურნელებით, არც ქიმიური შემცველობით ჩამორჩება. მსხალი შეიცავს 5-16% შაქრებს, 1%-მდე ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს, ცილებს, პექტინებს, A, B, ჩ, PP ვიტამინებს. გამოიყენება ნედლად და სხვადასხვა ნაწარმის: წვენების, კომპოტის, მურაბის, მარ­მე­­ლადის, ხილფაფის, ჩირისა და ა.შ. სახით. ერთ-ერთი სა­უკეთესო თაფლოვანი მცენარეა, 1ჰა-ზე 8-დან 23 კგ-მდე თაფლს იძლევა.
მსხალი უძველესი კულტურაა. ცნობილია მი­სი 5000-მდე ჯიში, საქართველოში – 150-მდე.
საქართველოში გავრცელებული მსხლის ძი­რითადი ჯიშებია:
კახური გულაბი – კახეთი, ქართლი, მესხეთი
ქართლური გულაბი – ქართლი, კახეთი, მესხეთი
სამარიობო – იმერეთი
სასელო – იმერეთი
აყირო – იმერეთი
თიბათვის მსხალი (ყბაწითელი გულაბი) – კახეთი
უზუნ-არმუდი – მესხეთი
სოხუმის დუშესი – აფხაზეთი
ნანაზორი (ბებიას მსხალი) – მესხეთი, ქართლი
ყაბაღ-არმუდი – მესხეთი
შავი მსხალი – რაჭა-ლეჩხუმი
შემოდგომის ხეჭეჭური – კახეთი
ბჟო – ქართლი
გვერდწითელა – ქართლი
კაცისთავა – დასავლეთი საქართველო
ხეჭეჭური – კახეთი, ქართლი, რაჭა, იმერეთი, გურია, მესხეთი
საზამთრო მსხალი – იმერეთი
თავრიჯული – მესხეთი, სხვა რაიონები
მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლე­ბად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩა­მორ­ჩება ვაშლსა და ალუბალს. იზრდება ყო­ველ­ნაირ ნი­ადაგზე (გარდა ქვიშიანი და დამლაშებული ნი­ადაგისა), ყველას კი შავმიწა და წაბლა ნიადაგი ურჩევნია.
ასე რომ, 2 ძირი მსხალი, ერთი საადრეო და ერთიც საგვიანო, აუცილებლად დარგეთ თქვენს მამულში, არ ინანებთ.

როგორ იმყნობა კაკალი – ეს მე­თოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი