ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიხელების მიხედვით დასმული დიაგნოზი - ამ პრაქტიკას არც თანამედროვე ექიმები უგულებელყოფენ

ხელების მიხედვით დასმული დიაგნოზი – ამ პრაქტიკას არც თანამედროვე ექიმები უგულებელყოფენ

ვარდისფერი – მწვავე ვირუსული ანდა ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალი, ჯანმრთელი ადამიანის ხელების ბუნებრივი ფერია.  თუ საკუთარი ხელების რეგულარულ, ვთქვათ, თვეში ერთხელ გულმოდგინე შესწავლას წესად გაიხდით, მაშინ საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობის შესახებაც ყველაფერი გეცოდინებათ.

ხელების კანის ფერი და მდგომარეობა, სახსრების მოქნილობა, ფრჩხილების ფორმა, ხაზებისა და ბორცვების მოხაზულობა, მგრძნობელობა და ტკივილზე რეაქცია – ეს იმ ნიშნების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა მიხედვითაც ჯერ კიდევ ძველი ინდოელები უსვამდნენ დიაგნოზს თავიანთ პაციენტებს.

ამ პრაქტიკას არც თანამედროვე ექიმები უგულებელყოფენ. მათი აზრით, ადამიანის ხელები არა მარტო მემკვიდრეობითი ავადმყოფობებისადმი მიდრეკილების შესახებ არსებული ინფორმაციის უძვირფასესი წყარო, არამედ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების მოკლე ცნობების მიმწოდებელიცაა.

ფერადი მეტამორფოზები

ვარდისფერი – მწვავე ვირუსული ანდა ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალი, ჯანმრთელი ადამიანის ხელების ბუნებრივი ფერია.

როგორ უნდა მოიქცეთ – ეცადეთ, გონივრული წესით იცხოვროთ, რათა თქვენმა ხელებმა კვლავაც ერთადერთი სიგნალი – „ჯანმრთელი ხარ“ – მოგაწოდონ.

ყვითელი – დაღლილობის, სისუსტის, შარდის გამუქების თანმხლები ეს ფერი შეიძლება, ჰეპატიტ A, B, ან ჩ-ს, ანდა შარდის ბუშტის დაავადების განვითარების დასტური იყოს. ხოლო თუ ხელისგულების გარდა, ლოყები და ფეხისგულებიც გაგიყვითლდათ (ხოლო სტაფილო და გოგრა თქვენი რაციონის ძირითადი შემადგენელია), მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენს ორგანიზმს ბეტაკაროტინი მოყირჭდა. თუმცა, ზოგჯერ გაყვითლებული ხელები ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის სიგნალიცაა.

როგორ უნდა მოიქცეთ – მიმართეთ თერაპევტს, რომელიც თქვენი წუხილებისა და ეჭვების მოსმენისა და პირველადი დათვალიერების შემდეგ, ანალიზების გასაკეთებლად მიმართვას მოგცემთ. ამის შემდეგ კი ან გამოკვლევების შედეგების შესაბამის მკურნალობას დაიწყებთ, ანდა საკუთარ შიშსა და ეჭვებზე გულიანად იცინებთ. რაღა თქმა უნდა, ცოტა ხნით ნარინჯისფერ ხილზე უარის თქმაც მოგიწევთ.

მეწამული წითელი – ასეთ ფერს ხელები ყველაზე ხშირად დიაბეტის, ღვიძლის დისფუნქციის ანდა ქიმიური მოწამვლის დროს იღებს. თუმცა, თუ ქალბატონებს სიწითლე ხელისგულის ქვედა ნაწილში, გარეთა კიდის ახლოს გაგიჩნდათ, მაშინ შეიძლება, ფეხმძიმედაც იყოთ.

როგორ უნდა მოიქცეთ – ექიმის დახმარებით აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე, აუცილებლობის შემთხვევაში კი რაციონიდან ტკბილი საკვებიც ამოიღეთ. შეიძლება, ზედმეტი არც სხვადასხვა გამოკვლევის, მათ შორის, ღვიძლის ბიოფსიის გაკეთება იყოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქიმიურ მოწამვლაზე ეჭვის მიტანის ყველა საფუძველი გაქვთ, სჯობს, „სასწრაფოს“ გამოძახება წამითაც აღარ გადადოთ.

სილურჯე – მოცისფრო, მონაცრისფრო ანდა მონაცრისფრო-მოცისფრო ფერები არისტოკრატიისადმი კუთვნილების დასტური კი არა, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში არსებული პრობლემების მანიშნებელია. ხელების კანის ასეთი უჩვეულო ‘შეფერილობა~ შეიძლება, წამლების ცუდად გადატანის, ძლიერი გადაცივების დროსაც გაჩნდეს, ანდა მოახლოებული ნერვული აშლილობის ნიშანი იყოს.

როგორ უნდა მოიქცეთ – პირველ რიგში, დამშვიდდით და ფინჯანი ჩაი მიირთვით. ამ გზით იმაში უნდა დარწმუნდეთ, რომ გაყინვა ან ნევროპათოლოგის პაციენტობა უახლოეს ხანებში არ გემუქრებათ. გარდა ამისა, აუცილებლად ჩაიტარეთ გულისა და სისხლძარღვების კომპლექსური გამოკვლევა. ისე, ურიგო არც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგადგამაჯანსაღებელი კურსის გავლა იქნებოდა.

მარმარილოსებრი ნახატი – მსგავსი რამ სტრესის დროს მჟღავნდება და ვეგეტო-სისხლძარღვოვან სისტემაში არსებულ დარღვევებზე მიუთითებს.

როგორ უნდა მოიქცეთ – ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია ცალკე დაავადება კი არა, იმ ნიშან-მინიშნებათა სინდრომია, რომელთა მიხედვითაც სპეციალისტები გულთან, სისხლძარღვებთან და წნევასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემების გამოთვლას შეძლებენ. ამდენად, გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. და კიდევ, არამც და არამც არ უნდა ინერვიულოთ, რადგან თქვენთვის სტრესი ნელი მოქმედების ბომბია.

მტკივნეული წერტილები

ჩინელი მედიკოსების აზრით, ხელისგულის გარკვეულ ნაწილებზე დაწოლის შედეგად გამოწვეული ტკივილის შეგრძნებები შინაგანი ორგანოების მუშაობაში არსებული ნორმიდან გადახვევაზე მიანიშნებს.

არათითისა და საჩვენებელი თითის მეორე და მესამე ფალანებს შორის ადგილი მუხლის სახსრების პროექციაა. ახლო მომავალში მათ (სახსრებმა) შეიძლება, უსიამოვნებებს შეგყარონ.

სახსრების შესივება და შეშუპება პოლიართრიტის ნიშანია. მიმართეთ რევმატოლოგს.

ცერა თითი და წერტილი მის ფუძესთან, ხელისგულზე სასუნთქი სისტემის ზონაა. მარჯვენა ხელის ცერა თითი მარჯვენა ფილტვზე, ხოლო მარცხენა – მარცხენა ფილტვზე აგებს პასუხს. ამ ადგილში ტკივილსა და დაბუჟებას არაფრით წაუყრუოთ. შეეშვით მოწევას და ფლიუროგრაფია გაიკეთეთ.

ცერა თითი და წერტილი მის ფუძესთან, ხელისგულის ზურგის მხრიდან გულის არეა. თუ ამ წერტილზე მეორე ხელის თითების მოჭერა ტკივილს იწვევს, სასწრაფოდ კარდიოლოგთან უნდა გაიქცეთ. შეიძლება, ორგანიზმი ამ გზით გულის იშემიური დაავადების დაწყების შესახებ გაფრთხილებთ.

ბორცვი და შუა თითებს შორის არა შარდ-სასქესო სისტემის მდგომარეობაზე აგებს პასუხს. ამ ადგილის ტკივილის შემთხვევაში უროლოგთან და გინეკოლოგთან ვიზიტი აღარ გადადოთ.

ხელისგულის ცენტრი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის წერტილ-ინდიკატორია. ამ ადგილზე დაჭერის დროს ტკივილი იმის დასტურია, რომ მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებით. ასე ხომ ნერვულ აშლილობამდეც აღარაფერი დარჩება, ამიტომაც ნერვებს ყველანაირად უნდა გაუფრთხილდეთ!

ადგილი მაჯის მიდამოში, ნეკქვეშ (დაახლოებით ხელისგულის ქვედა მესამედში) ნაღვლის ბუშტის ზონაა. ეჭვების გასაფანტად ამ ორგანოს გამოკვლევას გირჩევთ

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები პენანგში, მალაიზიაში

საუკეთესო აქტივობები პენანგში, მალაიზიაში

19 March, 2025
ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მარტი 19, 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?

მარტი 19, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

მარტი 19, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

მარტი 18, 2025
ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

მარტი 19, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა გრძელდება — თბილისის მერია

„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა გრძელდება — თბილისის მერია

მარტი 19, 2025
კოსმოსში 9 თვის განმავლობაში ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

კოსმოსში 9 თვის განმავლობაში ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

მარტი 19, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი