უფლებადამცველი ნატა ფერაძე, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა, ციხის მენიუზე წერს.
როგორც ფერაძე აღნიშნავს, ციხეში სულ სამი კერძია მთელი წლის განმავლობაში და რომ არა გარედან შეგზავნილი საჭმელები, ადამიანი მძიმედ დაავადებული გამოვა დაწესებულებიდან.
„დმი-ს მენიუზე:
ყველაზე უფრო მენატრებოდა დილას კარგი პრეს ყავა და ერბოკვერცხი.
იქ რო “პერედაჩები” არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5 დღიანი ასეთი კვების გამო.
ნუ “პერედაჩების” მოწოდება ცალკე მეცნიერებაა, რა გაივლის ცენზურას და რა არა.
მომზადებული სადილები კონტეინერში – არა.ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით, შიგნით დანა ან რამე არ იყოს ჩამალული. ავოკადო, ტყლაპი, ჩირები არ შემოუშვეს.
დმი-ს მენიუდან ყველაფერი გავსინჯე. სულ 3 კერძია, მთელი წელი, ყოველდღე და სხვა არაფერი.
-რუსული წარმოების სწრაფი სუპი (დორშირაკი თუ რაღაც)
-სააააშინელი, ჩაქონილი ტუშონკა ჯამში. ყოველგვარი საკმაზის და ბოსტნეულის გარეშე. გაცხელებული მოაქვთ.
-ე. წ. პაშტეტიო, არადა ცივ და ჩანგლით დაჭყლეტილ ტუშონკას გავდა, ქონი მეტი იყო, ვიდრე “ხორცი”. ამ ყველაფერს ახლავს მთელი ბუხანკა პური.და 1 ჭიქა ჩაი დღეში. არანაირი ყავა. და მარტო ჩაი მინდოდა ამათგან, მაგრამ 1 ჭიქაზე მეტი არ გეკუთვნის დღეშიო.
პ. ს. ვეგეტერიანელებს რას თავაზობთთქო (სპეციალურად არ ვკითხე მარხვაზე) და სუპს, მაგრამ ფხვნილებს არ ვყრითო.
პ. პ. ს ჭურჭელი ვერცხლისფერი მეტალის.
შემდეგ პოსტს დავდებ ტუალეტზე“, – წერს ფერაძე.