კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაჭონა, მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია - „დედი (ბები) ერთი კვერცხი მომე ღმერთი...

ჭონა, მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია – „დედი (ბები) ერთი კვერცხი მომე ღმერთი მოგვცემს ბარაქასა”

აღდგომის დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. წითელ პარასკევს ყველა ოჯახში წითლად იღებება კვერცხები, აცხობენ პასკებს.ოჯახები საფლავზე გადიან და სასაფლაოზე კვერცხს აგორებენ.

ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, აღდგომა დღეს ჯგუფად შეკრებილი მოზარდები, ყველა ოჯახთან ჩამოივლიდნენ „ჭონაზე“ და მათთვის წითელი კვერცხები უნდა მიეცათ. ამას ჭონაობას უწოდებდნენ.

მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ მართლმადიდებელ მრევლს. ეს ტრადიცია სოფლების უმეტესობაში მიივიწყეს, ნაწილში კი ბავშვების სახალისო მსვლელობდ იქცა.

მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:

“ალათასა, ბალათასა,

ჩამოვკიდებ კალათასა,

დედი (ბები) ერთი კვერცხი მომე

ღმერთი მოგვცემს ბარაქასა”.

ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა „მეჭონეებს“ გადასცემდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ.

ეთნოგრაფის მოკვლეულ მასალაში წერია, რომ მეჭონეებს ოჯახი სურსათით ასაჩუქრებდა. ისინი კი ძირითადად კვერცხს ითხოვდნენ. ზოგან მეჭონეებს ღამე გოდრები დაჰქონდათ, მასპინძელს მომავალ აღდგომას ულოცავდნენ და უმღეროდნენ, რის დროსაც ოჯახს ისეთ სიუხვეს უსურვებდნენ, როგორიც შიოს მარანში იყო, რომ სახლში ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო. მეჭონეებს სიმღერის შემდეგ, შესაძლოა, ფერხულიც შეესრულებინათ, დაეკრათ სალამურზე, გაემართათ ჭიდაობა, ცეკვა-თამაში და სხვა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „21 წლის ასაკში, ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე…“ - რის გამო უწევდა მას ფიზიკური შრომა ბავშვობიდან დიასას
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი