აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბავშვი პირველად ჩასახეს.
The Times-ი კოლუმბიის უნივერსიტეტის განაყოფიერების ცენტრის ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ მარტში, 38 წლის როზი 19-წლიანი წარუმატებელი მცდელობებისა და 15 უშედეგო ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლის შემდეგ დაორსულდა. მას ამაში ნეიროქსელი დაეხმარა, რომელიც ეაკულატში სპერმატოზოიდების აღმოჩენისთვის შეიქმნა. პროექტს STAR-ი (Sperm Track and Recovery – „სპერმის ძიება და ამოღება“) ჰქვია.
აშშ-ში უშვილობის შემთხვევების დაახლოებით 40% მამაკაცის ფაქტორებთან არის დაკავშირებული, ხოლო აზოსპერმია (ეაკულატში სპერმატოზოიდების სრული არარსებობა) ასეთ შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში გვხვდება. გააგრძელეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.