„წუხელ პატარა ბიჭის ამბავი მოვისმინე…“ – გიორგი კეკელიძე მშობლებს მიმართავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე მშობლებს მიმართავს.

„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ.

წუხელ პატარა ბიჭის ამბავი მოვისმინე, ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ სცადა და ჩემი ერთი ახალი საქმის გამო, ხშირად ვისმენ ასეთ ამბებს. ეს ათასები ირგვლივ დადიან და გვიღიმიან. მერე ჩვენსავე თვალწინ ,,წამოარტყამენ” ხოლმე პატარებს და არც თუ ძალიან პატარებს ან თმებში წვდებიან.

,,არ უჯერებს” და ,,რა ქნან?”

- Advertisement -
Ad imageAd image

ჩვენ ვდუმვართ. ან ეგებ ცოდვა გამხელილი სჯობს და იგივეს ვაკეთებთ. რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, კიდევ კარგი, ვერ გაუბედავს, მაგრამ დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი – ეტყობა მათ თვალებს, ძალიან ეტყობა გაუგებარი და ბოროტი სასჯელი. ახლამოწვერილი ოცნებების შეშინება და დაფრთხობა წკეპლით – ყველაზე დიდი დანაშაულია გულუბრყვილო მოტივით, თითქოს ასე უკეთეს ადამიანებს ვზრდიდეთ. შიშით დამჯერ ადამიანებს – საბოლოოდ, ან საცოდავებს, ან გაბოროტებულებს.

დიახ, შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან. ჩემზე და შენზე უკეთესები“, – წერს კეკელიძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „წუხელ პატარა ბიჭის ამბავი მოვისმინე…“ – გიორგი კეკელიძე მშობლებს მიმართავს. 21 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/წუხელ-პატარა-ბიჭის-ამბა/

  თმის საღებავი სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს 60%-მდე ზრდის?! – გიორგი ფხაკაძე განმარტავს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi