წნევის გაზომვისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები – რა უნდა ვიცოდეთ

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” წნევის გაზომვისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ საუბრობს.

„პირველ რიგში, ფეხზე დამდგარმა წნევა არ გაიზომოთ. აუცილებლად დასხედით და ისე გაიზომეთ. სკამს ზურგით ბოლომდე მიეყრდენით. თუ სკამს ზურგით ბოლომდე არ მიეყრდნობით, თქვენი წნევის მაჩვენებელი დაირღვევა. როდესაც წნევას ვიზომავთ, ორი მაჩვენებელია – სისტოლური და დიასტოლური. თუ სკამს ბოლომდე არ მიეყრდნობით და წნევას ფეხზე დამდგარი გაიზომავთ, დიასტოლური წნევა 6 ერთეულით მაღალი გამოგივათ, ვიდრე რეალურად გაქვთ. სისტოლური წნევა კი 8 ერთეულით მაღალი იქნება. შესაძლოა, ამ დროს ნორმალურწნევიანი ადამიანი იყოთ, მაგრამ არასწორად გაიზომეთ და ამიტომ დაგიფიქსირდათ მაღალი მაჩვენებელი.

გარდა ამისა, ეცადეთ, რომ ხელი გულის გასწვრივ, სწორად იყოს მოთავსებული. თუ მხარი გულის პარალელურად, უფრო დაბლა გექნებათ დაწეული, გრავიტაცია იმუშავებს და წნევის მაჩვენებელი, რეალურთან შედარებით, 5-10 ერთეულით მაღალი გამოგივათ. ამიტომ, ამას ყურადღება ყოველთვის მიაქციეთ.

ასევე, როცა წნევის გასაზომად დასხდებით, ფეხები ერთმანეთზე არ გადააჯვარედინოთ. როგორც კი ამას გააკეთებთ, არტერიები მაშინვე მოიკეცება, წინააღმდეგობა გაიზრდება და ავტომატურად, სისტოლური წნევაც გაიზრდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ეცადეთ, მანჟეტი მხარზე სწორად მოათავსოთ. იდაყვის ფოსოს ყოველთვის დააკვირდით. მანჟეტის ქვედა კიდე ფოსოდან 2-3 სმ-ით მაღლა უნდა იყოს. თუ ასე მოიქცევით, წნევას სწორად გაიზომავთ.

რაც შეეხება სტეტოსკოპს, რომლითაც ვისმენთ, როგორია წნევის მაჩვენებელი, შეეცადეთ, არტერიას ძალიან მჭიდროდ არ დააჭიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიასტოლური წნევის მაჩვენებელი, რეალურთან შედარებით, უფრო მაღალი გამოგივათ. მსუბუქად დაადეთ და ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). წნევის გაზომვისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები – რა უნდა ვიცოდეთ. 4 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/წნევის-გაზომვისას-ყველაზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi