კვირა, მაისი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და...

“წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და სიტყვა აასრულა” – სად არის ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარი

წმინდა ნეტარმა მატრონა მოსკოველმა ამ წუთისოფელში 67 წელი გაატარა იმისთვის, რომ მის შემხედვარეს ღმერთი გვეწამა.

მატრონას უკანასკნელი სიტყვები იყო: “ყველანი, ყველანი მოდით ჩემთან, როგორც ცოცხალთან და მომიყევით თქვენი წუხილის შესახებ, მე დაგინახავთ, მოგისმენთ და დაგეხმარებით…

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1885 წელს რუსეთში, ტულის ოლქში ნიკონოვების ქრისტიანულ ღარიბ ოჯახში, მეოთხე შვილს ელოდნენ. დედას, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შვილი უპატრონო ბავშვთა სახლში მიებარებინა, რათა შიმშილი აერიდებინა მისთვის. თუმცა მან ნახა სიზმარი. მატრონაზე ორსულ ქალს ადამიანის სახიანი, თეთრი, თვალებდახუჭული ფრინველი დაესიზმრა, რომელიც მას მარჯვენა ხელზე დააჯდა. ქალმა ეს ნიშნად მიიღო და შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაიფიქრა. და დაიბადა გოგონა, უსინათლო, რომელსაც თვალები საუკუნოდ ჰქონდა დახუჭული, ისევე, როგორც სიზმრად ნანახ ფრინველს.

თუმცა სულ მალე ღვთის რჩეულმა განსაკუთრებული უნარები გამოავლინა, სულიერი ხედვის წყალობით სასწაულების მოხდენა და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო… რის გამოც მალე გაიცნეს. დროს თანატოლებთან თამაშში კი არა, ტაძარში, ხატებთან და ლოცვაში ატარებდა. ბავშვები უსინათლო გოგონას აბუჩად იგდებდნენ, ჭინჭრით სუსხავდნენ, ან ორმოში აგდებდნენ და შემდეგ ერთობოდნენ იმის ყურებით, როგორ ამოდიოდა უსინათლო მატრონა იქიდან. გოგონა ბავშვისთვის შეუფერებელ თემებზე იწყებდა საუბარს. მან მხოლოდ არა მისი სოფლის, არამედ მეზობელ  სოფელში არსებული ვითარების და ქვეყნის მეფის ოჯახის ამბებიც იცოდა. მისი ყველა წინასწარმეტყველება ახდა. მასთან ხალხი დადიოდა, ის ყველას უწინასწარმეტყველებდა მომავალს. უსინათლო გოგონა ოჯახის მარჩენალი გახდა.

17 წლისამ გადაადგილების უნარიც დაკარგა. გარშემომყოფების დახმარების გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეეძლო. თუმცა იმისთვის, რომ ძმებისთვის პრობლემები აერიდებინა, რომლებიც კომუნისტურ პარტიაში უნდა მიეღოთ, მატრონამ მშობლიური სახლი დატოვა და მოსკოვში გადავიდა. დაიწყო უსახლკარობის პერიოდი. ხან ვინ იფარებდა, ხან – ვინ. ხან ნათესავი, ხან, ნაცნობი, ცხოვრობდა სარდაფებშიც. რადგან ჩაწერილი არ იყო, რომ არ დაეჭირათ, სადგომს იცვლიდა. დღისით ხალხს იღებდა, ღამით ლოცულობდა. სპეციალურად დასაძინებლად არ წვებოდა, მხარზე წამოწოლილი თვლემდა. ნახეთ სრულად

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სასტიკი მეთოდები, რომლებითაც სპარტელები ბავშვებს ზრდიდნენ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი