პარასკევი, ივნისი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო...“ - 7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების...

„შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო…“ – 7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ.

“შვიდი მაისის წვიმაო.თმა კოჭებამდინაო, შვილი მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო, შვიდ-შვიდი ნაწნავი თავზე დამეფინაო..”(ხალხური)
დღეს 7 მაისია!
ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.
7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ. ჩვენ წინაპრებს სჯეროდათ – თუ ამ დღის წვიმით დასველდებოდნენ, ბედნიერები იქნებოდნენ.
ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს.
ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ.
არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ.
ცირა ელისაშვილი

თბილისის უძველესი ტრადიცია: რატომ იყო 7 მაისის წვიმა ასეთი მნიშვნელოვანი?

თბილისის კულტურულ მეხსიერებაში 7 მაისი გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამ თარიღთან დაკავშირებული ტრადიცია ამბობს: თუ ამ დღეს თბილისში წვიმა არ მოვიდოდა — ეს ცუდის ნიშანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ რწმენის ზუსტი წარმოშობა უცნობია, ცნობილია, რომ ის ბევრად უფრო ძველია, ვიდრე საბჭოთა პერიოდი და ჯერ კიდევ მე-19 საუკუნემდე იყო გავრცელებული ქალაქში.

რატომ ელოდნენ თბილისელები 7 მაისს წვიმიან ამინდს?

7 მაისს ქალაქის ატმოსფერო დღესასწაულს ჰგავდა. თბილისელები ფერად ფარდაგებს ჰკიდებდნენ აივნებზე, მოჰქონდათ ტკბილეული და ქუჩებს ავსებდნენ სიმღერა-ცეკვით. ეს ყველაფერი ქალაქის მაცხოვრებლების ერთგვარ სოციალურ და თეატრალიზებულ გამოხატულებად იქცა.

წვიმა და ქალთა ბედნიერება

განსაკუთრებული მნიშვნელობა 7 მაისის წვიმას ახალგაზრდებისთვის — განსაკუთრებით დაუქორწინებელი გოგონებისთვის ჰქონდა. ისინი თმას იშლიდნენ და წვიმის წვეთებს თითქოს იღებდნენ როგორც ბედნიერების და მომავალი ქორწინების სიმბოლოს.

ბანებიდან აივნებამდე – ქალაქის ცვლილება და ტრადიციის გაგრძელება

წარსულში, როცა თბილისი ბანებიან სახლებს ატარებდა, ეს ტრადიცია სწორედ იმ სივრცეში ვითარდებოდა. მოგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქმა იერსახე შეიცვალა და აივნები ბანების ნაცვლად გაკეთდა, ლეგენდა 7 მაისის წვიმის შესახებ მაინც ცოცხალი დარჩა.

  ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება - მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

7 მაისს ტიფლისში აუცილებლად იწვიმებს! წვიმა, რომელსაც თავის ისტორია აქვს და რომელმაც დროს გაუძლო. არსებობდა ასეთი რწმენა, ტრადიცია, რომ 7 მაისს საღამოს უნდა მოსულიყო ბედნიერების წვიმა! ქალიშვილების წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშრო. ასეთ საინტერესო ისტორიას ავრცელებს „ტფილისის ჰამქარი“: ეს ის დღეა, როცა ტექსტი და ისტორია მეორდება!

ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ.

არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ. ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!”.

ჩვენი წინაპრები შვიდი მაისის წვიმას ბედნიერებას უკავშირებდა, მას ასევე სამკურნალო თვისებასაც მიაწერდნენ. თვლიდნენ, რომ თუ ამ დღეს, წვიმის წყლით თავს დაიბანდნენ, თმა გაიზრდებოდა და გაჯანსაღდებოდა.

7 მაისის წყალი, სხეულის მოსავლელად მიღებულ ხალხურ ჰიგიენურ საშუალებათა შორის, ერთ-ერთი უძველესია წვიმის წყალი.

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, წვიმის წყალი, როგორც დასაბანად, ასევე გასარეცხად გამოიყენებოდა. რიგ შემთხვევაში, მას უპირატესობას ანიჭებდნენ, სხვა წყალთან შედარებით.

მაგ. „გურიაში თავის დასაბანად ჭის წყალს არ ხმარობდნენ, მეტადრე დიხაშხოს ჭისას, ვინაიდან ასეთი წყალს შაბი ახლავს, კანს და თმას ავნებს. ამიტომ თავის დასაბანად ხმარობენ მდინარის, საცივის ან წყაროს წყალს, ვინაიდან მასში არ არის, არავითარი უხეში ქიმიური ნივთიერება.

წყალს, ფართო გამოყენება ჰქონდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც წყლის ნაკლებობა იყო.

უძველეს ქართულ სამედიცინო წიგნში „უსწორო კარაბადინი“ ( XI ს.) აღნიშნულია წვიმის წყლის დადებითი თვისებები:

წყალი წვიმისა სხვის წყლისაგან უფრო რბილია და ნედლი. ანალოგიური მოსაზრება მოცემულია ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ნაშრომში (XVI სს).

ვახტანგ მეექვსე კი, წვიმის წყალს – „ტანის გასათეთრებელ წყალს“ უწოდებს,რადგანაც იგი შედის მალამოს შემადგენლობაში.

  16 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

წვიმის წყალს სასმელადაც იყენებდნენ. მაგალითად, გარეჯის უდაბნოში. ეს ადგილობრივი კლიმატური პირობებით იყო გამოწვეული. ხალხის რწმენით წვიმის სახელზე გამორჩეული დღეც არსებობდა – შვიდი მაისი, რაც ხალხურ ლექსებშიც არის ასახული:

„შვიდ მაისი წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.
შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.
შვიდ-შვიდი ნაწნავი თმა თავზე დამეფინაო…“

შვიდ მაისს სცოდნიათ ახალმოკრეფილი ყველანაირი ბალახებითა და მცენარეთა ფოთლებით შეზავებული და გამთბარი წყლის გამოყენება, როგორც თმის, ასევე სხეულის დასაბანად.

ამ დღე შვიდი სახის ბალახ-ყვავილის მოგროვებაც სცოდნიათ. ასეთი სახის ნამზადი წვიმის წყალი გამოიყენებოდა ქალური და რევმატული დაავადების სამკურნალოდ.

არ არის ცნობილი ყველა ის მცენარე თუ ბალახი, მაგრამ რიგ შემთხვევაში დასტურდება კაკლის ფოთლების გამოყენება, ასევე ჟოლოს ფოთლის საფენი, ყელის ტკივილის, ყბაყურის და ყივანახველის სამკურნალოდ.

ჯანმრთელობისათვის ღოლოს და ბალბის მხალიც სამკურნალო ყოფილა.მთხრობელები აღნიშნავენ, რომ „შვიდმაისის წყალში ბალღსაც გავბანდით, ჯანი მოემატებაო, თუ ავადმყოფი გვყავდა, ისიც უნდა დაგვებანა, აუცილებლივ მორჩებოდა“.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ შვიდმაისობას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, წვიმა ყოველთვის მოდიოდა.

როგორც შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, შვიდმაისობა მთელი საქართველოსთვის უნივერსალური დღესასწაული უნდა ყოფილიყო. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ ქართველი ეთნოგრაფების მიერ სხვადასხვა დროს მოძიებული მასალა. შვიდი მაისის წვიმა, ნამი მარგებელია მცენარისათვის, ადამიანისათვის, ყველასათვის კარგია. 7 მაისს წვიმა რომ მოვა, კარგია, კარგათა აქვთ დაცდილი, იტყვიან-ბარაქიანი წელიწადი მოვა, მოსავლიანი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი