წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე გამოძახების წესი იცვლება – ჯარში გაწვევის შესახებ უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საიტზე გამოქვეყნდება, ხოლო მე-7 დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2026 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

- Advertisement -
Ad imageAd image

„სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 120160010.10.003.024378) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ოჯახის წევრი − დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

- Advertisement -
Ad imageAd image

„6. თუ პირი შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული მონაცემები წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის შემთხვევაში აისახება სააღრიცხვო ანბანურ წიგნსა (დანართი №1) და სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში (დანართი №2), ხოლო სამობილიზაციო რეზერვში მყოფი პირის შემთხვევაში − სამხედრო-სააღრიცხვო ბარათსა (დანართი №2) და შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) შეუწყდა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის გაქარწყლების შემთხვევაში პირი ექვემდებარება ხელახალ სამხედრო აღრიცხვას. განაგრძეთ კითხვა

 

 

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე გამოძახების წესი იცვლება – ჯარში გაწვევის შესახებ უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საიტზე გამოქვეყნდება, ხოლო მე-7 დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა. 2 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წვევამდელთა-სამხედრო-აღრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi