გადაუხდელი ვალები წარსული ცხოვრებიდან – ყველა, ვინც კი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში: დედ-მამა, და-ძმა თუ ნათესავი, მეგობარი და ნაცნობი, ჩვენივე წარსულიდან, სწორედ „გადაუხდელი ვალების დასაბრუნებლად“ შემოდის ახლანდელ რეალობაში. რა მოტივაციით იბადება ხელახლა ადამიანი და რის ფასად იკმაყოფილებს ის ამ სურვილს, ყველაფერს შეიტყობთ ჩვენი ეზოტერიკოსი სტუმრის, ბატონი ომარ ფ-სგან.
– ვინ რა სტატუსით ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში?
– ვინც წარსულ ცხოვრებაში ქონება მოტყუებით დაკარგა, ხელახალი დაბადებისას მშვენიერი და კეთილგანწყობილი ვაჟია. თუმცა შემდეგ, მიაყენებს რა გაუსაძლის ტკივილს მშობლებს, მიწიერ განზომილებას ტოვებს… ხოლო, ვისაც წინა ცხოვრებაში თავად ჰქონდა ვალი და მის გადაუხდელად გარდაიცვალა, აწმყოში მამა, ძმა, ცოლი (მეგობარი და ასე შემდეგ) ხდება კრედიტორის ოჯახში. საშინლად იქცევა. ცუდ დამოკიდებულებაშია ოჯახის წევრებთან, უხეშად მიმართავს მათ და არაფრის მაქნისი, სხვის ხარჯზე ტკბება ცხოვრებით. ასეთი ადამიანი ოჯახის კეთილდღეობას ქარს გაატანს… რაც შეეხება ბავშვებს, წარსულში გადაუხდელი ვალების მიხედვით სამ კატეგორიად შეიძლება დავყოთ. ცუდი შვილი – ოჯახში მტერივით იქცევა, სძულს მშობლები, დასცინის და აკრიტიკებს მათ.
დაქორწინების შემდეგ კი, ის კვლავ აგრძელებს მშობლების მოტყუებას… კარგი შვილი: ყოველთვის ემორჩილება მშობლებს და როცა გაიზრდება, არც მაშინ ავიწყდება მათზე ზრუნვა: მოვლასა და სითბოს არ აკლებს და ყველანაირად ცდილობს, გაახაროს ისინი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი, ყველა საჭირო რიტუალს ზედმიწევნით ასრულებს, რათა ბედნიერება იმქვეყნადაც არ მოაკლოს. საშუალო შვილი: ის არც ბედნიერი და არც უბედურია მშობლებთან ცხოვრების გამო – არც მათზე ზრუნვით იკლავს თავს და არც მათგან ითხოვს რამეს. ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება სხვა ურთიერთობებსა და კავშირებზეც გავრცელდეს ადამიანის ცხოვრებაში. ყველაფერი, რაც კი აწმყოში ხდება, წინა ცხოვრებაში ჩადენილი ქმედებების შედეგია. აქედან მორალი ასეთია: ნუ შეგშურდებათ სხვისი სიმდიდრის. ნებისმიერი კარმა ბუმერანგივით უკან ბრუნდება… განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi