წარბების ღეროვანი ტატუაჟის შესრულების 2 მეთოდი არსებობს: ევროპული და აღმოსავლური.
ევროპული მეთოდით დახატული წარბები ძალიან ბუნებრივად და ელეგანტურად გამოიყურება. ტატუაჟი პატარა შტრიხებით კეთდება, და წარბის თითოეული ღერი დაახლოებით ერთი და იგივე სისქის და სიგრძისა (0,5 – 1 სმ.), ამასთან, ყველა დახატული ღერი მიმართულია მაღლა. ევროპული მეთოდით შესრულებულ ტატუაჟს ლამაზად დავარცხნილი წარბების ეფექტი აქვს, რაზედაც ძალიან ბევრი ქალი ოცნებობს. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, წარბების კორექცია 10 თვეში ერთხელაა მიზანშეწონილი