ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიწამებით გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის საქმე და დამნაშავეებისთვის გამოტანილი 20-წლიანი განაჩენი

წამებით გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის საქმე და დამნაშავეებისთვის გამოტანილი 20-წლიანი განაჩენი

ინდიანაპოლისში 1965 წელს, სილვია ლიკენსის მკვლელობის ამბავი გავრცელდა. ღარიბი მოზარდი სასტიკი სიკვდილით გარდაიცვალა მუდმივი წამების შედეგად. ირგვლივ ყველამ იცოდა, რომ 16 წლის მოზარდს აწამებდნენ, მაგრამ მისი სიცოცხლის გადასარჩენად არავინ არაფერი გააკეთა.

გოგონას მშობლები, ელიზაბეტ და ლესტერ ლაიკენსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდნენ და ცირკში თავიანთ ნომრებს წარადგენდნენ. სილვიას გარდა, მათ ოთხი შვილი ჰყავდათ. უმცროს შვილს, ჯენს, კუნთების პრობლემები ჰქონდა და დამოუკიდებლად სიარულს ვერ ახერხებდა. სილვია უფროსი იყო და მშობლები მომთაბარე ცხოვრების გამო, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა მის მხრებზე გადავიდა.

სახლში მორიგი დაბრუნების შემდეგ, ლაიკენსებს დიდი ჩხუბი მოუვიდათ. ქმარი სახლიდან გაბრაზებული წავიდა და გასტროლებზე ახალ ჯგუფს გაჰყვა. სახლში დაბრუნების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ცოლი ქურდობის ბრალდებით დაუკავებიათ, მისი შვილები კი მეზობელთან, გერტრუდა ბანიშევსკისთან იყვნენ. მამას  შვილების მოვლა არ შეეძლო. ამიტომაც, მამაკაცმა მოიფიქრა, 3 შვილი თავისთან წაიყვანა, პატარა ჯენი კი მეზობელთან დაეტოვებინა. თუმცა რაკი ჯენი სილვიას განსაკუთრებით მიეჯაჭვა, მამამ გადაწყვიტა, რომ ისიც მეზობლისთვის მიებარებინა და მათზე მზრუნველობისთვის კვირაში 20 დოლარი გადაეხადა.

თავდაპირველად, ჯენი და სილვია ახალ ოჯახში შედარებით მშვიდად ცხოვრობდნენ. ჯოჯოხეთი მეორე კვირას დაიწყო. პირველად ქალმა სილვია სწორედ მაშინ სცემა. სილვია ცემის დროს არაფერს ამბობდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ თუ ქალს შეეწინააღმდეგებოდა, უარესს მიიღებდა. გერტრუდა დუმილით კიდევ უფრო წახალისდა და ახლა გოგონების ცემამ სისტემატური ხასიათი მიიღო.

დროთა განმავლობაში გერტრუდამ მინიმალური საკვების მიცემაც შეწყვიტა და გოგონები, ფაქტობრივად, შიმშილობდნენ. ქალი ბავშვებს კანზე სიგარეტსაც ხშირად აწვამდა.

სილვია სულ უფრო მეტად სუსტდებოდა, თირკმელების პრობლემები შეექმნა და უნებლიე შარდვა განუვითარდა. ამის შემდეგ ის სარდაფში გამოკეტეს და გარეთ აღარ უშვებდნენ.

გერტრუდას სკოლის დირექციისთვის არ აუხსნია, თუ რატომ შეწყვიტა სილვიამ სიარული. ამიტომაც, ერთ დღეს სკოლის მედდა მათთან სახლში მივიდა. გერტრუდა ჯენს დაემუქრა, რომ თუ სილვიაზე სიტყვა წამოსცდებოდა, მასაც სარდაფში ჩააგდებდა და სასტიკად სცემდა. ბავშვსაც სკოლის ექთანთან ხმა არ ამოუღია. თავად გერტრუდამ მედდას განუცხადა, რომ სილვია სახლიდან გაიპარა და მეძავობა აირჩია.

  საინტერესო ფაქტები კომედიური ფილმებიდან

ასევე ნახეთ: მონაზვნების მიერ მართულ სახლში 800-მდე ჩვილის ცხედარს ეძებენ – ირლანდიის ისტორიაში ერთერთი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

ერთხელ გერტრუდა შვილებთან ერთად სარდაფში ჩავიდა და გოგონას ცხელი ნემსით მუცელზე ამოატვიფრა: „მე მეძავი ვარ და ამით ვამაყობ“. შემდეგ სარდაფში მეზობლის ბიჭი შეუშვა, რომელმაც გოგონა გააუპატიურა. სიკვდილამდე 5 დღით ადრე სილვიამ გაქცევა სცადა, თუმცა ის დაიჭირეს და ისევ სარდაფში ჩააგდეს.

ამის შემდეგ, ქალი 5 ცენტად მეზობლის ბიჭებს სილვიასთან უშვებდა და უფლებას აძლევდა, რაც მოუნდებოდათ, ის გაეკეთებინათ. ზოგი მდუღარე წყალს ასხამდა, ზოგი სიგარეტს აქრობდა მის კანზე, ზოგი აუპატიურებდა. 1965 წლის 26 ოქტომბერს სასტიკად ნაწამები გოგონა გარდაიცვალა.

სიკვდილამდე გერტრუდამ გოგონას ძალით დააწერინა წერილი, სადაც ის ამბობდა, რომ მეზობელ ბიჭებთან ერთად პროსტიტუციაში იყო ჩართული. ჯენი ხმას ვერ იღებდა. თუმცა, ერთ-ერთ პოლიციელს ჩასჩურჩულა, რომ თუ სახლიდან წაიყვანდა, ყველაფერს მოუყვებოდა.

პოლიციამ გერტრუდაც, მისი შვილებიც და მეზობლებიც დააკავა. გერტრუდა ბანიშევსკის სიკვდილით დასჯა მიესაჯა, რაც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. მის ქალიშვილს, პაულას, ასევე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მეზობლის ბიჭებს კი, რომლებიც გოგონაზე ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ, 20-20-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ასევე ნახეთ: ვინ არის ყველაზე წარმატებული ქართველი ჰოლივუდში, რომლის ნამუშევრებმაც „ოსკარი“ მოიპოვეს?

გერტრუდას სასჯელი ბოლომდე არ მოუხდია. ის 1985 წელს გაათავისუფლეს. მოგვიანებით ქალმა თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო, სილვიას საერთოდ ვერ ცნობდა და ვერც იმ საქციელს იაზრებდა, რასაც მის მიმართ ახორციელებდა. ქალი გათავისუფლებიდან რამდენიმე წელში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

პაულაც დროზე ადრე გაათავისუფლეს. მან გვარი შეიცვალა და სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობა დაიწყო. სამსახურიდან 2012 წელს გაათავისუფლეს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

  „ორმოში იპოვეს, დაუძახეს მამას და მან ამოიცნო“ - თბილისში მოკლული გოგონას ვინაობა და ახალი დეტალები ცნობილია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.