შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოძლიერი მიწისძვრა მოხდა რუსეთში

ძლიერი მიწისძვრა მოხდა რუსეთში

რუსეთში, 20 ივლისს, კამჩატკის ნახევარკუნძულზე რამდენიმე მიწისძვრა დაფიქსირდა, ყველაზე ძლიერის სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდა შეადგინა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში კადრებს ავრცელებენ, სადაც ჩანს, როგორ ზანზარებს სახლები, ირყევა ავეჯი და მაღაზიების დახლებიდან პროდუქტი ცვივა.

მედიის ცნობით, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოსახლეობას წყალთან ახლოს ყოფნისგან თავის შეკავება სთხოვა.

ნახევარკუნძულზე ბიძგები მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა. ამავდროულად, მაშველებმა შენობები, ძირითადად სოციალური დაწესებულებები დაათვალიერეს. სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა. საღამოსთვის ცუნამის საფრთხეც გაუქმდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ცნობილია, ისრაელში, ტერაქტის დროს გარდაცვლილი ქართველის ვინაობა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი