ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიძილის 5 ტიპი მეცნიერებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან დააკავშირეს

ძილის 5 ტიპი მეცნიერებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან დააკავშირეს

მეცნიერებმა ძილის 5 ტიპის იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებიც ფიზიკურ თუ მენტალურ პრობლემებთან დააკავშირეს.

მათ 770 ახალგაზრდა ადამიანის მონაცემები გააანალიზეს: ტვინის გამოსახულებები, ძილის შესახებ თვითშეფასებები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხოვრების სტილი. სწორედ ამ ყველაფრის გამოყენებით გამოავლინეს სპეციალისტებმა ერთმანეთისგან განსხვავებული ე.წ. ძილ-ბიოფსიქოსოციალური მახასიათებლები, რომლებიც ტვინის ფუნქციონირების უნიკალურ ფორმებთან ასოცირდება.

პირველი ტიპი არასრულფასოვან ძილს გულისხმობს, რომელიც მენტალურ პრობლემებს უკავშირდება. ამ კატეგორიაში შემავალ პაციენტებს ღამით ჩასაძინებელად მეტი დრო სჭირდებოდათ და ძილის ხარისხითაც ნაკლებად კმაყოფილნი იყვნენ; მათში დეპრესიის, შფოთვის, შიშისა და ბრაზის უფრო მაღალი დონე დაფიქსირდა.

მეორე ტიპში ადამიანებს ძილის რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ ჰქონდათ, მაგრამ მენტალური გართულებები აღენიშნებოდათ. მათ შორის იყო: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD), ბრაზის, სტრესის, შიშისა და სევდის მაღალი მაჩვენებელი, ასევე პასუხისმგებლობის დაბალი დონე. დაასკვნეს, რომ ეს არა ძილით, არამედ სხვა ფაქტორებით უნდა იყოს განპირობებული.

მესამე კატეგორია საძილე მედიკამენტების ხშირი გამოყენებით განისაზღვრა. მათში პასუხისმგებლობის უფრო მაღალი დონე და მეგობრობითა თუ მხარდამჭერი ადამიანების წრით კმაყოფილება დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, გამოვლინდა ვიზუალური ეპიზოდური მეხსიერების, პრობლემების გადაჭრის უნარისა (ე.წ. ფლუიდური ინტელექტი) და სივრცული ორიენტაციის შესუსტება.

მეოთხე ტიპი ძილის ხანგრძლივობას ეხება: ნაკლები საათით მოსვენება უფრო აგრესიულ ქცევასთან, ასევე ინფორმაციის ემოციური გადამუშავების, მეტყველებისა და ფლუიდური ინტელექტის პრობლემებთან დააკავშირეს; ბოლო კატეგორია ღამით ხშირად გაღვიძებით ხასიათდება. ასეთ პაციენტებში მეტი აგრესია და წინა ტიპის მსგავსი მახასიათებლები ვლინდება. დამატებით გამოხატულია ფიქრის შეფერხება, შფოთვა, მაღალი წნევა, მწეველობა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების ნიშნები.

ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა სურათებმა ცხადყო, რომ თითოეულ ძილ-ბიოფსიქოსოციალურ ტიპს უნიკალური ნეირონული ფუნქციონირებაც შეესაბამება. ეს მიუთითებს, რომ ჩვენი ძილის გამოცდილება მხოლოდ ჯანმრთელობასა და ქცევაზე არ ახდენს გავლენას, არამედ ტვინის აქტიურობაზეც აისახება.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი მიგნებები ძილის დარღვევებისა და ამის შედეგების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნდა.

  ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული, გურული იუმორის მქონე წყვილი, ნანული ბებო და ჯემალ ბაბუა

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი