პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ძალიან ცუდი წელი იყო... მოხდა ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა...“ - მიშა...

„ძალიან ცუდი წელი იყო… მოხდა ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა…“ – მიშა ავსაჯანიშვილი

ცნობილი შეფი მიშა ავსაჯანიშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, და ხსნის, რატომ იყო მისთვის განსაკუთრებულად მძიმე 2023 წელი.

მიშა ავსაჯანიშვილი: 2023 ჩემთვის ძალიან ცუდი წელი იყო. მოხდა ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა, დედა გარდამეცვალა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველდღე ამაზე ვფიქრობდი. მაგალითად, დედა მაღაზიაში რომ მიდიოდა, ვფიქრობდი, ვაიმე, ან მანქანა არ დაეჯახოს, ან რამე არ დაეცეს-მეთქი. სულ ამის მეშინოდა. ამაზე მე თვითონ არ მინდოდა საუბრის დაწყება, მაგრამ რადგან შევეხეთ, ვიტყვი, რომ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იმდენი საქმიანი და საინტერესო წინადადება გამოჩნდა, რომ მოსადუნებლად და დარდისთვის დრო აღარ მრჩება.

გული ძალიან მტკივა და ემოციურად რთულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ იმდენი საქმეა გარშემო, რომ ჩემს ტკივილზე ბევრს ვეღარ ვფიქრობ. როცა მარტო ვრჩები, ძალიან განვიცდი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ამიტომ სახლში დედაჩემის ფოტოებიც კი არ მაქვს. სადღაც წავიკითხე, რომ ადამიანი გარდაცვლილს კი არა, საკუთარ თავს გლოვობ, რადგან ეგოისტი ხარ და განიცდი, რომ ის შენ აღარ გყავს. ვფიქრობ, რომ მართლა ეგრეა, მაგრამ არ მინდა, ასე იყოს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ამას თავი ავარიდო.

  თბილისში კურიერებმა „ვოლტისა“ და „გლოვოს“ წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურს საჩივრით მიმართეს – რა პრეტენზიები აქვთ დასაქმებულებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი