პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები"ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ვგრძნობდი" - რა ხდება მეგობრებს შორის...

“ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ვგრძნობდი” – რა ხდება მეგობრებს შორის და რას ჰყვება მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე

მო­რაგ­ბე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა “ოც­ნე­ბის” მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში – რა არის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რალ­ზე, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, “ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე” სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით იმ­ღე­რებსმას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ წელს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენს, კვი­რის პა­ლიტ­რამ ნუცა თო­ფუ­რი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს, ამ მოვ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბაც სთხო­ვა.

– ვიცი, რომ შენი და მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ას ურ­თი­ერ­თო­ბა, თქვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით, “მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი” იყო. დღეს სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდით.

– დიახ, სხვა­დას­ხვა მხა­რეს ვართ. ძა­ლი­ან ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­მი­რე­კა. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მაა და არ მინ­და ვი­ლა­პა­რა­კო.

– მა­რი­ა­მი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წა­რად­გენს, და­უ­რე­კე, წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვე?

– მა­რი­ამ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ არც ერთ შე­კი­თხვა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

“სხვა­დას­ხვა მხა­რეს ვართ. ეს ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მაა…” – ნუცა თო­ფუ­რია ჯა­რი­მებ­ზე, აქ­ცი­ებ­სა და მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ა­ზეგუ­შინ, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ცე­მა­ში „ნო­ეს­თან“ მა­რი­ა­მის ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­და. ბოლო კი­თხვე­ბი წამ­ყვან­მა სწო­რედ ნუცა თო­ფუ­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე დას­ვა. რა­ზეც მა­რი­ა­მი ეცა­და, რომ მე­გო­ბარ­ზე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ესა­უბ­რა.

ნ.ს.: მთე­ლი შარ­შან­დე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­შინ როცა ნუცა ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, შენ თით­ქმის ერთი ეპი­ზო­დი არ გა­მო­გი­ტო­ვე­ბია და იყა­ვი მისი ნო­მერ პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დარ­ბაზ­ში. მაგ­რამ… გწყდე­ბო­და თუ არა გული წელს, რო­დე­საც პარ­კეტ­ზე იდე­ქი და ის დარ­ბაზ­ში არ იყო.

– ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, მწყდე­ბო­და გული.

გააგრძელეთ კითხვა

  ნახეთ რომელი კერძი მოეწონა ყველაზე მეტად ნინა დრამას
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი