“ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას”

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ვარლამ ლიპარტელიანს ახალი თანამდებობა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, ახალგაზრდულ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგეს ადამიანი, რომელიც გამოირჩევა პასუხისმგებლობით, შრომისმოყვარეობითა და წარმატებით.

მისი თქმით, ქვეყნის მომავლის ფორმირებაში ახალგაზრდების როლი გადამწყვეტია და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მათში ფასდებოდეს განათლება, ნიჭი, მონდომება და საკუთარი ქვეყნის განვითარების სურვილი. ცოტნე ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა თაობებს შორის კომუნიკაციის აუცილებლობაზეც და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს შორის მეტი დიალოგი და აზრთა გაცვლა ხელს უწყობს როგორც სიმართლის პოვნას, ისე საერთო ერთობის გაძლიერებას.

„ჩემ გარშემო ბევრ მოტივირებულ ახალგაზრდას ვხედავ, რომლებიც საკუთარ მომავალზე აქტიურად მუშაობენ და გულწრფელად უყვართ სამშობლო. ეს სიყვარული კი პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, რადგან თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ ჩვენს ქვეყანაზე, რთულია მის ნათელ მომავალზეც ვიფიქროთ“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა და მას მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და პოლიტიკური საბჭოს წევრები.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას”. 26 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ძალიან-მიხარია-რომ-ასეთი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi