მომღერალი სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა.
სალომე ბაკურაძე დღეს, რადიო „იმედში“ მისი მეუღლის, ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
გადაცემის დაწყებამდე მან მაყურებელს მიმართა.
„დღეს ათი დეკემბერია, ოთხშაბათი საღამო კი იმას ნიშნავს, რომ გადაცემა „არტისტული ოთხშაბათი“ სალომე ბაკურაძესთან ერთად გრძელდება. გრძელდება ისე, როგორც გრძელდება ცხოვრება.
როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორი რთული პერიოდიც არ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება, მაინც გრძელდება…
სანამ ცოცხლები ვართ, ვფიქრობ, ჩვენი ვალია ერთმანეთს ბევრი სიკეთე გავუკეთოთ, მეტად სასარგებლოები ვიყოთ ერთმანეთისთვის. ამიტომაც, მე თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვაგრძელებ ცხოვრებას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არტისტული.
და აქვე აღვნიშნავ ჩემი რადიოს, კოლეგების და მეგობრების მხარდაჭერას. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მაშ ასე, მე ვაგრძელებ და მე ვიწყებ…“, – თქვა სალომე ბაკურაძემ.
ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


