შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის...

ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე

ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ, რაც 8.7 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრა მოხდა რუსეთის ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაახლოებით 136 კილომეტრის მანძილზე, 19 კილომეტრის სიღრმეზე.

ეს მიწისძვრა ყველაზე ძლიერია 2011 წლის შემდეგ, როდესაც იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9.0-9.1 მაგნიტუდის მეგამიწისძვრა მოხდა.

„მიწისძვრის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელია ფართომასშტაბური სახიფათო ცუნამის ტალღები“, – აცხადებს წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრი.

  როგორ მოვიშოროთ მუცლის არეში ცხიმი. ეფექტური საშუალება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი