პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ცო­ცხალს არ ინ­დობ­დი­, მკვდა­რ­ზ­ეც რეე­ბი ილა­პა­რა­კე, ვინ იცის“ - რას წერენ ოჯახის...

„ცო­ცხალს არ ინ­დობ­დი­, მკვდა­რ­ზ­ეც რეე­ბი ილა­პა­რა­კე, ვინ იცის“ – რას წერენ ოჯახის წევრები გარდაცვლილ ბიჭზე, რომლის მეგობარი გოგონაც ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დააკავეს

1-ელ მარტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 22 წლის ახალ­გარზდა კაცი და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად მყოფს კი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად ორმა პირ­მა, ქალ­მა და მა­მა­კაც­მა შემ­დგომ­ში გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მე­ტა­დო­ნი, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რის პი­რას ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­ნა­თავ­სეს, შემ­დეგ კი ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 22 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეა, მას­თან ერ­თად მყო­ფი 19 წლის ანა გუ­და­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. რო­გორც გა­ირ­კვა, და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია. მან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე 5 მარტს გა­ნა­ცხა­და, მას მერე, რაც მომ­ხდა­რი გახ­მა­ურ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე 2 მარტს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

ambebi.ge თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუბ­ნის მკვიდრს, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მე­ზო­ბელს ესა­უბ­რა.

“გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეა, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი. აჩი­კო პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და, ჯერ ქუ­თა­ის­ში, ბოლო დროს კი ბა­თუმ­ში იყო. ეტყო­ბა, ცუდ წრე­ში ჩა­ვარ­და, იმ გო­გო­ნას­თან ერ­თად ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. რომ გი­თხრათ, რა­მე­ში შემ­ჩნე­უ­ლი იყო, მო­გა­ტყუ­ებთ, მაგ­რამ სოფ­ლი­დან რომ წა­ვი­დო­და, მერე რას აკე­თებ­და, ვინ რა იცის. აჩი­კოს მამა 6 წე­ლია, რაც გარ­და­იც­ვა­ლა, დედა მშრო­მე­ლი ქა­ლია, სათ­ბუ­რებ­ში და­დი­ო­და სა­მუ­შა­ოდ. აჩი­კოს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, სუფ­რებ­ზეც ხში­რად ვხვდე­ბო­დით, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასეთ საქ­მე­ში თუ იყო ჩაბ­მუ­ლი. კი, არის ვერ­სია, რომ ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ჭო­რებ­ზე რა ვთქვა. ჩვენ როცა მი­ვე­დით, აჩი­კოს ცხე­და­რი უკვე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე იყო გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ვიდ­რე პა­სუ­ხი არ მოვა, ძნე­ლია რა­მის თქმა… ორ­შა­ბათ ღამე მო­ას­ვე­ნეს, 4 სა­ა­თის მერე…

აჩი­კოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი შინ არ იყ­ვნენ, დედა სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი. მას ორი და ჰყავს, მათ­გან ერთი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ო­რე კი ბა­თუმ­შია გა­თხო­ვი­ლი. სხვა­თაშო­რის, აჩი­კო გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს ჩა­მო­სუ­ლა ბა­თუ­მი­დან. მე­ზობ­ლებ­მა და­რე­კეს და როცა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­სუ­ლა, ბიჭი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მო­ვი­და პო­ლი­ცი­აც და სას­წრა­ფომ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში დას­კვნა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვია, ამას ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დით“, – გვი­თხრა მან.

  „16 წელი ნარკოტიკების მომხმარებელი ვიყავი, დღეს ეს ჩემთვის არის სირცხვილი, გოიმობა“ – რას ჰყვება თემურ თათარაშვილი

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა“ აცხა­დებს, ანა გუ­და­ვა, რო­მე­ლიც არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, დი­ლი­დან ცდი­ლობ­და მე­გობ­რის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას, და­სახ­მა­რებ­ლად და­უ­რე­კა ორ მე­გო­ბარს მა­ნამ, ვიდ­რე 112-ში და­რე­კავ­დნენ. “ფორ­მუ­ლას­ვე” ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქოს გარ­დაც­ვლილს თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლის და, მეგი ბარ­და­ვე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“ჩემი მკვდა­რი ძმა­ა­აც გა­რი­ე­ე­ეე, ცო­ცხალს არ ინ­დობ­დი­იი, მკვდა­ა­არ­ზე­ე­ეც რა­ე­ბი ილა­პა­რა­კეე, ვინ იცი­ი­ი­ის…”

“ჩემს ძმას ვინც უსა­მარ­თლოდ და არას­წო­რად მო­ექ­ცა, ყვე­ლას უფა­ლი გა­და­უხ­დისს!!! იგი­ვეს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას, რა­საც ეხლა ჩვენ გან­ვიც­დით!!!” – წერს არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძის მე­ო­რე და მაგ­და ბარ­და­ვე­ლი­ძე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ტარ­და ჩხრე­კა, ამო­ი­ღეს 70 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც სულ ცოტა 300 ადა­მი­ან­ზე მა­ინც იყო გათ­ვლი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქალი სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ბა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მას ეკუთ­ვნო­და.

“მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 260-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მეშ­ვი­დე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტი) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თო­თხმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და”, – ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი