სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯინ ჰეკმანი, რომელიც სახლში თავის ცოლთან, პიანისტ ბეტსი არაკავასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს, ცოლის სიკვდილის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში გარდაიცვალა. ორივე მათგანმა სიცოცხლე ბუნებრივი სიკვდილით დაასრულა.
დასკვნის მიხედვით, 65 წლის არაკავა ჰანტავირუსის შედეგად გარდაიცვალა, რომელიც შესაძლოა რესპირატორულ დაავადებას იწვევდეს და, როგორც წესი, მღრღნელებს გადააქვთ. 95 წლის ჰეკმანი კი არაკავას სიკვდილიდან ერთ კვირაში გულის დაავადების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა მის სიკვდილში მნიშვნელოვანი წვლილი ასევე ალცჰაიმერის დაავადებამ შეიტანა.
ჰეკმანი სახლში, სამზარეულოსთან მდებარე ოთახში აღმოაჩინეს, ხოლო მისი მეუღლე სააბაზანოში იპოვეს. არაკავასთან ახლოს ასევე მკვდარი იპოვეს წყვილის სამი ძაღლიდან ერთ-ერთი.
ჰეკმანისა და არაკავას სხვა ორი ძაღლი კი ცოცხლები იპოვეს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ცნობილი გახდა, როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა ჯინ ჰეკმანი. 10 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ცნობილი-გახდა-როდის-და-რა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HR.geთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geთბილისი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
1600–1800 ₾
წყარო: Jobs.geთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geგანახლებულია: 2026-11-29T13:16:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
