2026 წლიდან შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული მოვლა-პატრონობის წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ახალი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილია, რომ კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ძალაში ეტაპობრივად შევა 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების სრული ამოქმედება 2028 წლის 1 ივლისისთვის არის დაგეგმილი.
სააგენტოს განმარტებით, რეგულაციების ნაწილი, რომელიც 2026 წლის 1 ივლისიდან დაიწყებს მოქმედებას, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ახალი რეგულაციები შეეხება შინაურ ბინადარი ცხოველების შემგროვებლურობასა და მათი გამრავლების წესების დაცვაზე
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცხოველების მიტოვების ფაქტებს, ასევე იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის დოკუმენტაციის წესრიგს.
- 2026 წლის 1-ლი ივლისიდან გაიზრდება ადმინისტრაციული სანქციები იმ შემთხვევებში, როდესაც დარღვეული იქნება ანტირაბიული აცრის ჩატარების ან სტერილიზაცია-კასტრაციის მოთხოვნები.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ახალი წესები შეეხებათ ცხოველთა მიმკედლებლებსაც. მათ დაეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა, რათა თავშესაფარში მყოფი ცხოველების მოვლა და პირობები კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს 1-ელი იანვრიდან
- ცხოველის ავადობის შემთხვევაში, ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში;
- დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად.
- საზოგადოებრივი სავრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება;
- აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი;
- ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში, დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


