ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ცვლილებებით, უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭე ალკოჰოლური ზემოქმედების დროს...

„ცვლილებებით, უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭე ალკოჰოლური ზემოქმედების დროს მართა“- ალექსანდრე დარახველიძე

სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უმკაცრესი პოლიტიკა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები ამ პოლიტიკის გაგრძელებაა.

„ცვლილებებით, უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭე ალკოჰოლური ზემოქმედების დროს მართა. ბევრ ადამიანს ჰქონდა მოლოდინი, მაგალითად, სამი თვის გასვლის შემდეგ მოითხოვდა და აღიდგენდა მართვის მოწმობას, ეს მექანიზმი აღარ იარსებებს. ასევე, ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატია, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან. კერძოდ, ჯარიმა თუ აქვთ დაკისრებული, გადასახდელი ექნებათ. ასევე, ითვლებიან სახდელდადებულებად და ერთი წლის განმავლობაში განმეორებით თუ ჩაიდენენ იმავე ქმედებას, დაკვალიფიცირდება როგორც განმეორება და არა – როგორც პირველად ჩადენილი ქმედება. განმეორების შემთხვევაში კი უფრო მკაცრი სახდელებია“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა აქვს, ამ ადამიანებს შანსი მიეცათ, მაგრამ დანაშაულს თუ გაიმეორებენ, სახელმწიფო უმკაცრესი იქნება.

„ამ ქმედებას მეორედ თუ ჩაიდენენ, დაისჯებიან განმეორებითი ჩადენისთვის, ბოლომდე მოუწევთ კანონით გათვალისწინებული სახდელის მოხდა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა პიკს მიაღწია - Galt & Taggart
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი