პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­კი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლამ შეძ­ლო შე­ექ­მნა უნი­კა­ლუ­რი პრე­ცე­დენ­ტი, სა­დაც პე­და­გო­გე­ბის,...

ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­კი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლამ შეძ­ლო შე­ექ­მნა უნი­კა­ლუ­რი პრე­ცე­დენ­ტი, სა­დაც პე­და­გო­გე­ბის, თე­მი­სა და უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თი­ლი ნე­ბით მოს­წავ­ლე­თათ­ვის უფა­სო კვე­ბის მი­წო­დე­ბა რე­ა­ლო­ბად იქცა

ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­კი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლამ შეძ­ლო შე­ექ­მნა უნი­კა­ლუ­რი პრე­ცე­დენ­ტი, სა­დაც პე­და­გო­გე­ბის, თე­მი­სა და უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თი­ლი ნე­ბით მოს­წავ­ლე­თათ­ვის უფა­სო კვე­ბის მი­წო­დე­ბა რე­ა­ლო­ბად იქცა.

პე­და­გო­გი ბი­ძი­ნა ყა­ლი­ჩა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ ეტა­პებ­სა და მე­ქა­ნიზ­მებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სკო­ლამ აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა შეძ­ლო

“მარ­თა­ლია, ბევ­რი გვა­იგ­ნო­რებს, მაგ­რამ ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მი­ვაღ­წი­ეთ ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა უფა­სო კვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას. შე­ვეც­დე­ბი აღვწე­რო ჩვენს მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი.

ჩვე­ნი სკო­ლა მდე­ბა­რე­ობს ქა­ლაქ ჩხო­რო­წყუ­დან ათ კი­ლო­მეტრში. არ მოძ­რა­ობს არ­ცერ­თი სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტი, სო­ფელ­ში არაა არ­ცერ­თი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს ვინ ჩი­ვის, ერთი ჯი­ხუ­რიც კი. მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა 5-6 კი­ლო­მეტ­რი­დან ტრან­სპორ­ტით ხდე­ბა, ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას იღებს, ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია ქა­ლა­ქამ­დე და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა.

ორი წელი ვი­თხოვ­დით მე­რი­ა­სა და საკ­რე­ბუ­ლო­დან დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია, ამი­ტო­მაც თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­თხო­ვა თა­ნად­გო­მა, შე­დეგ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბით მო­ვა­წყვეთ სამ­ზა­რე­უ­ლო ოთა­ხი, შე­ვი­ძი­ნეთ სა­ჭი­რო მა­სა­ლა და იან­ვრი­დან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი დიდ დას­ვე­ნე­ბა­ზე იღე­ბენ უფა­სო საკ­ვებს.

მე­ნიუ ასე­თია:

ორ­შა­ბა­თი: ფუნ­თუ­შა და ხი­ლის ჩაი;

ოთხშა­ბა­თი და პა­რას­კე­ვი: ლო­ბი­ა­ნე­ბი და ხი­ლის ჩაი;

ხუთ­შა­ბა­თი: კარ­ტო­ფი­ლი­ა­ნი ღვე­ზე­ლე­ბი და ჩაი.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­შა­ბათს, პე­და­გო­გებ­მა გა­და­ვი­ნა­წი­ლეთ ყო­ვე­ლი სამ­შა­ბა­თი და ამ დღეს, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლის დღე და­ვარ­ქვით, მო­რი­გე პე­და­გო­გი თა­ვი­სი თან­ხით (და­წეს­და ზედა ზღვა­რი თან­ხა­ზე!) ყი­დუ­ლობს საკ­ვებს!

საკ­ვე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ პე­და­გო­გე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი ზრუ­ნა­ვენ პრო­დუქ­ტის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე და ოთა­ხის სი­სუფ­თა­ვე­ზე!

ძნე­ლია?! – არა მგო­ნია, ჩვენ შევ­ძე­ლით, შეძ­ლებთ თქვენც!”

  ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა - რას წერს სკოლის დირექტორი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი