ჩინური მანქანების საშუალო ფასი 43%-მდე შემცირდა – რა ჯდება ერთი ავტომობილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

წელს 5 თვის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ჩინური ავტომობილების საშუალო ფასი 43%-მდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ საქსტატის, საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს.

ჩინური მანქანის იმპორტი 10 ათას დოლარამდე ჯდება

კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-მაისში ქვეყანაში 1 653 ერთეული ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რაც ჯამურად 16.084 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო; გასული წლის იგივე პერიოდში კი 1 144 მანქანის იმპორტი 19.416 მლნ აშშ დოლარი დაჯდა. გამოდის, რომ წელს, საანგარიშო პერიოდში, ერთ ერთეული ჩინური ავტომობილს ღირებულება საშუალოდ, 9.7 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი – 16.9 ათას აშშ დოლარს.

შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე, შესაბამისად, ავტომობილის მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხევდით, ღირებულება შესაძლოა, მეტი ან ნაკლები იყოს. იხილეთ სრულად

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჩინური მანქანების საშუალო ფასი 43%-მდე შემცირდა – რა ჯდება ერთი ავტომობილი. 4 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩინური-მანქანების-საშუალ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi