ჩინეთი: 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მიტოვებულმა ქალმა პოლიცია გამოიძახა შეყვარებულის საპოვნელად

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ჩინეთში უჩვეულო შემთხვევა მოხდა — ერთმა ქალმა სამართალდამცველებს მიმართა არა დანაშაულის ან საფრთხის გამო, არამედ იმიტომ, რომ მისმა შეყვარებულმა ურთიერთობა უცბად, ყოველგვარი განმარტების გარეშე გაწყვიტა.

British გამოცემა Mirror-ის ცნობით, წყვილი ექვსი წლის განმავლობაში ერთად იყო. როდესაც მამაკაცმა ურთიერთობა შეწყვიტა და განშორების მიზეზი არ ახსნა, ქალი ვერ შეგუებია ასეთ გაუგებრობას და გადაწყვიტა, პოლიციისთვის მიემართა. მისი თხოვნა მარტივი იყო — ეპოვნათ ყოფილი შეყვარებული და გაერკვიათ, რა მოხდა სინამდვილეში.

პოლიციელებს, სავარაუდოდ, მსგავსი საჩივარი პირველად გაუსმიათ. მათ ქალი დაამშვიდეს და პრაქტიკული რჩევა მისცეს — ყოფილი შეყვარებული სოციალურ ქსელებში დაებლოკა. სამართალდამცველებმა ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი საქციელის კაცი ქალის სიყვარულსა და ერთგულებას არ იმსახურებს.

შემთხვევამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილი მომხმარებელი ქალს თანაუგრძნობს და მის ნაბიჯს გაბედულ, თუნდაც სპონტანურ რეაქციად მიიჩნევს, სხვები კი ირონიულად ეკიდებიან ამ ამბავს და მიაჩნიათ, რომ პოლიცია ასეთი პირადი საქმეებისთვის არ არის.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ჩინეთი: 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მიტოვებულმა ქალმა პოლიცია გამოიძახა შეყვარებულის საპოვნელად. 10 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩინეთი-6-წლიანი-ურთიერთობ/

  Biujeturi.ge — როგორ შექმნა მოგზაურმა პროგრამისტმა AI-ის დახმარებით ყველასთვის სასარგებლო საიტი
გაუზიარეთ ეს სტატია